Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
ხელებს ჭუჭყიანს შენ დაარქვი ხელები გლახის,

შენ იცი მხოლოდ რა მძიმეა მისი სამოსი.
და ქუჩის კუთხეს მრისხანება აყრია ხალხის,
სულსა და ძაძას მოსდებია მძიმე ქაოსი.


მაღალო, შენივ წყალობაა არსობა პურის,
მაძღარი სული რას გაიგებს შიმშილის რისხვას,
გლახის ხელები პურის ნამცეცს სხვაგავარად უვლის,
ჭუჭყიან სამოსს ცრემლიანი ხელებით იცვამს.

უხეშ ხელისგულს ალბათ მადლი უყუჩებს ტკივილს,
შენი წყალობის იმედები ატყვია ლოდინს..
სადღაც შიმშილი განწირული ატეხავს კივილს,
ობოლთა კვერი გამოცხვება უფალო როდის???

სადღაც მაძღართა ღრეობაა, ახდილა ჭერი,
შიმშილისაგან მისუსტებულს ქუჩაში სძინავს,
სულით ღარიბი მაძღარისთვის ლოცულობს ბერი,
სულით მდიდარი ღარიბისთვის მადლობას სწირავს.

ჭუჭყიან ხელებს შენ დაარქვი ხელები გლახის,
შეცნობის მადლი გაუმძაფრე ზეციურ ფერებს,
იქნებ წყალობა მოგვივლინე იესოს ნახვის,
რომ სინანულით ვუჩოქებდეთ გამოწვდილ ხელებს.

ნანა მეფარიშვილი



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.