Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Qeet23 blog

ბოლო წერილი ((

მეგობრები იყვნენ ანუკი და გიგი.მეგობრობა შემგედ სიყვარულში გადაიზარდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. არ ყავდათ არავინ ერთმანეთზე ძვირფასი. ისინი თითკოს ცალკე პლამეტაზე ცხოვრობდნენ, სადაც მათ გარდა არავინ იყო. ესეთი სიყვარული უშვიათადაა, და ამგვარი ბედნიერებაც დიდიხანს არ გრძელდება. ანუკის და გიგის ეგონათ,რომ მათი სიყვარული უშრეტი იყო. მაგრამ... ერთ დღეს ანუკი და გიგი ერთად სეირნობდნენ. ორ დღესჰი ანუკის დაბადების დღე იყო. ის ფიქრობდა, რომ დრო იყო მისი მშობლებისთვის ეთქვა მთი ურთერთობის შესახებ. გიგის დაპატიჯებდა და გააცნობდა თავის მშობლებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიქრებად დარჩა. საღამოს ათი საათია. ანუკი ელოდება წერილს და უკვეირს რატომ არ მოწერა გიგიმ. ტელეფონს შესცქერის და ხმაც გაისმა . მან ამდენი ლოდინის შემდეგ ტელეფონი ხელში აიღო. მაგრამ, ჯობდა არ აეღო. წაიკითხა და გაშეშდა. ფიქრობდა შეეშალა და სხვას უგზავნისო. ან ალბათ მეგობარს ათხოვა და ის წერს ვიღაცასო. მაგრამ წერილში გარკვევით ეწერა აღარ მიყვარხარ, გთხოვ აღარ მომწერო... ...გიგი. გოგო ვერ ეგუებოდა რეალობას. სახლში რამდენჯერმე მივიდა, არავინ არ დახვდა. ტელეფონზე რამდენჯერ დაურეკა, ყურმილი არავინ აიღო. შემდეგ ხმა დავარდა, რომ ცოლი მოიყვანა და საზღვარგარეთ წავიდაო.ანუკი სულ უფროდაუფრო ცუდად ხდებოდა. ცხოვრობდა მხოლოდ წარსულით, მისთვის არც აწმყო და არც მომავალი არ არსებობდა. არასდროს ეგონა, რომ მის ცხოვრებაში რამე შეიცვლებოდა. დრო გავიდა გოგონას თითქოს დაავიწყდა გიგი და ყველაფერიც აპატია. ის მეგობრების დახმარებით ცხოვრებას დაუბრუნდა. ძალიან ლამაზი იყო. მაგრამ გულისიღრმესში არაფრის ხალისი არ ქონდა. ყველას მოსწონდა. თუმცა ანუკი მათ იგნორირებას უკეთებდა, მისთვის ხომ მხილოდ გიგი არსებობდა. ერთხელ წვეულებაზე წავიდა მეგობრებთან ერთად. იქ ნახა ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი შეიძლებოდა გამხდარიყო. ანუკისთან ხანგრძლივი ურთიერთობა გააბა იმ ბიჭმა, რომელსაც სახელად ლევანი ერქვა. გოგონას ეშინოდა ბედნიერების. მაგრამ მარტოობით დაღლილმა გადაწვიტა ცოლად გაჰყოლოდა. მან კიდევ ერთხელ განიცადა ბედნიერება. უფრო ბედნიერი გახდა რადგან შვილიც ეყოლა.პატარა ბიჭი დაიბადა, რომელსაც სახელად გიგი დაარქვა. როცა პატარა გიგი 5 წლის გახდა, ანუკის მოუვიდა წერილი. გაუკვირდა კიდეც და ზიზღიანი თალებით დაიწყო კითხვა. წაიკითხა და ცრემლები წამოუვიდა. წერილი გიგისგან იყო. იქ ეწერა, რომ მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და მათი დაშორების მიზეზი მისი ავადმყოფობა გახდა. ის ანუკის დაბადების დღის წინა დღეს, როცა მანქანით საჩუქრის საყიდლად იყო წასული, ავარიაში მოჰყვა და დაინვალიდდა.გიგის არ უნდოდა, რომ ეს ანუკის გაეგო. იცოდა, რომ ანუკი მას არ მიატოვებდა და ცხოვრებას მას შესწირავდა. სწორედ ეს იყო ამ დიდი სყვარულის უაზრო დასასრულის მიზეზი. ანუკის ძალიან უნდოდა, რომ შორიდან მაინც ენახა გიგი, აინტერესებდა როგორ იყო... ფიქრობდა და თავს კითხვას უსვამდა, გიგი მიყვარს ვიცი, და ლევანი? კითხვას პასუხს ვერ ცემდა. ლევანისთან მას შვილი აკავშირებდა. ერთხელ პატარა გიგი ცუდად გახდა, დაავადდა და სისხლის გათეთრება მიიღო. ის მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. სწორედ იმ საავადმყოფოში ნახა ანუკიმ გიგი. ის სავარძეში იჯდა და სევდიანად იყურებოდა. ანუკიმ ცრემლები ვერ შეიკავა. ნახა თუ როგორ იყო მისთვის საყვარელი ადამიანი. მას უნდოდა მისულიყო მაგრამ ბავშვი აკავებდა, გიგი კი ვერ ბედავდა. 23დეკემბერს ნახეს ანუკიმ და გიგიმ ერთმანეთი ათ წლიანი დაშორების შემდეგ. 27 დეკემბერს კი პატარა გიგის სისხლის გადასხმა დასჭირდა. ვერსად ვერ იპოვეს მისი დონორი. გაუგებრობაში იყვანენ, მაშინ როცა მათთან ეტლში მჯდომი ადამიანი მივიდა და მისი სისხლი შესთავაზა. ეს ადამიანი გიგი იყო. ანუკი მაშინ იქ არ იყო. გიგის სისხლი მას გამოადგა. პატარა გიგი კარგად გახდა და ერთი კვირის შემდეგ გამოწერეს. რამდენიმე დღეში ანუკის ისევ მოუვიდა გიგისგან წერილი. გიგი მას კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში ბოლოს კი ეწერა: ,,განაგრძე ცხოვრება, მომავალზე იფიქრე. ჩემი ბოლო წერილიც უბრალოდ დაივიწყე. რას ვიზამთ ალბათ მეტის ღირსი არ ვიყავი ბედნიერადსიხარულო,კარგად იყავი"

ანუკიმ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გაიგო,რომ პატარა გიგისთვის სისხლი მას გადაუსხია. მას სინდისი ქენჯნიდა. უნდოდა გაეგო როგორ იყო გიგი. მივიდა იმ საავადმყოფოში და უთხრეს, რომ ის გარდაიცვალა. ანუკი ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ექიმმა უთხრა მისი ბოლო სურვილის შესახებ. გიგიმ გვთხოვა სიკვდილამდე ათი წუთით ადრე, ერთი ადამიანისთვის გამოსამშვიდობებელი წერილი დამაწერინეთო. ეს ადამიანი იყო მისის ერთადერთი სიყვარული. მისი ანუკი....


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Qeet23 (20)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.