Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

- გამეღვიძა... !

პატარა, ქვის სახლის გამთბარი კედლები, სახლში კი ცხელი გუგუნა ბუხარი , მის ზემოთ გაფენილი თუშური ორნამენტებით გაფორმებული ხალიჩა , რომლის კუბიკების თუ სხვა ფიგურების შერწყმა თითქოსდა მისკენ გითრევს და გაჩუმებს, სწორედ მისი ჟინით შეპყრობილიყო ცეცხლის ალი , რომელიც ძლიერ მძვინვარებდა და ორიოდ შეშის ნაჭრის დამატებას თხოულობდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამაღლებულიყო და მისწვდომოდა ამ ქმნილებას.ვიღაცამ საჩხრეკი აიღო ხელში, მაგრამ ვერ გაბედა ...
რაღაც დაინახა... არა , არა! მანდ არა !
შიგნით! ჩეცხლის გრიგალში !
ჰა ! და შენც ნახე !
შეხედე , შეხედე როგორი წითელი , კაშკაშა, ლამაზი , ელვარე ,სივრცეში მოხატული, ბოლოები კი მოკალმული, მაგრამ მეც მეგონა, რომ მხოლოდ ეს იყო, ყოველთვის კაშკაშა ლამაზი მზე იყო...
აბა საწყისთან დააკვირდი და დაინახავ, დაინახავ იმ სიმკრთალეს მრე ფერის შეცვლას ბოლოს კი სიმუქეს...
ეს იყო ის რამაც გააჩერა, ამასობაში კი ხელი დანამოდა და საჩხრეკსაც დასცხომოდა , მაგრამ ის ითმენდა , ყველაზე ადრე ენახა ცეცხლის გაჭირვება და ხშირად დახმარებოდა მას.ღოგორც მოგეხსენებათ საჩხრეკის მოვალეობა ნაკვერჩხლის გაღვივება და ცეცხლის გაქეზებაა . . .
ისევ გადაწყვიტა დროული ვექილობა . . . !
ავარდა ალი, ნაპერწკლები აფრინდნენ , თითქოს ცაში ვარსკვლავთ შორის სურდათ გაჩერება , თუმცა ყველაფერი ისე არ არის , როგორც ჩვენ გვსურს და ისინიც ჭერს შეაწყდნენ, მგზნებარე ალი კი მაღლა მიიწევდა და გაუაზრებლად ანადგურებდა და ფერფლავდა ყველაფერს გარდა ბუხრის წითელი აგურებისა , რომლებსაც არაერთხელ განუცდიათ ეს წვა…ლამისდა მორჩა, მისწვდა…არც კი მიღწეულს სახე შეეცვალა და მიხვდა, რომ ატკინა , დაწვა პატარა ნაწილი თითქოსდა უმნიშვნელო , მაგრამ სამუდამოდ დაღი დაასვა ამ მშვენიერ ქმნილებას, რომელსაც ხშირად გაახსენა თავი ამ ნაიარევმა.ჩეცხლი კი მიხვდა სად იყო ზღვარი მასსა და თუშურ მოქარგულ ხალიჩას შორის, მისი გზნება არ განელებულა, ხოლო თავშეკავებულობის ეტალონის მიზეზი იყო კვალი, წინა მცდელობისა, რომელიც ჭვარტლის სახით დააჩდა ბუხრის ზედა აგურებს. . .
- გამეღვიძა... !

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.