Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

რაღაც გრძნობა გამიჩნდა

რაღაც გრძნობა გამიჩნდა - ”უძალიანმაგრესი,”
ისეთი, რომ სულიერს მემატება საფიქრი:
რომ შენ მიხვდი ყველაფერს, - დიდი ხნის წინ - სხვა ლექსით
და მას შემდეგ - ძვირფასო - სულ სხვაგვარად აღმიქვი.

თანაც დიდი ხანია, რაც ვქარაგმობთ ორივე:
სიტყვას, გრძნობით ვპასუხობთ, გრძნობას კიდევ პირიქით.
ახლა კი მე მზადა ვარ, ფხიზელიც რომ მოვიდე
და ერთხელაც გაგიტყდე, როგორც ღამე, - ზღვის იქით -

გიტყდებოდა უძილარს, გინდებოდა სეირნი:
სადღაც - ზღვის ნაპირებზე - ისტორიულ ხედებთან
და მეც, ასე უძილარს, მქონდა ვერახდენილი
ოცნებები, ახლა რომ ეგ ზღვა გაიხმელეთა.



Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.