Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maakoo33 blog

გთხოვ დამიფრე!

ასე მგონია რაც ზევითაა, ყველა დამცინის, ღრუბელი,ქარი,ჰაერი. ეჰ...რა ცოდვა ხარ ადამიანო,კიდევ ბევრი გაქვს შესაცოდი.. იცი რამდენი? დაგღლია თვალი ნაცრემლარი, ბაგენი ოხვრით, ენას რამდენი შეუცოდავს.. ნეტავ ვინ მოსთვლის! ფეხებს რამდენჯერ გაუთელავთ მიწათმავალნი, გულსაც რამდენჯერ არ სნდომია ექნა მართალი, ფიქრებში ბევრჯერ გაგჩენია სურვილი მწარე, ზოგჯერ უფლისთვის გითხოვნია, გთხოვ, წამიყვანე! სასოწარკვეთილს დაგიჭრია ხელზე ძარღვები, ნათელზე გასულს დაგიხუჭავს ბევრჯერ თვალები, გრცხვენია ფიქრის,ლაპარაკის,ცისკენ გახედვის, უფლის მცნებათგან სრულყოფილად ერთიც არ გესმის, ბოლო ჟამია, აღარაფრის იმედი აღარ მაქვს ღმერთო, ისიც არ მინდა ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო, უფალო! ჩემო ერთადერთო დიდო იმედო, მომეცი ძალა,რომ შენს გზაზე სწორად ვიხედო, ნუ მიმატოვებ გევედრები სასოწარკვეთილს, ვიცი უფალო რომ მე შენი ხშირად არ მესმის.. ისიც ვიცი,რომ არ ახდება ოცნება მწარე, და ნუ გამწირავ შენს შვილს ცოდვილს, გთხოვ დამიფრე!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.