Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ramata77 blog
მითხარ ,სად არის შენი სამშობლო?- ერთმა პირშავმა მკითხა დიდგულად. ჩემი სამშობლო იქ არის სადაც, ... გზები უფსკრულზე ჩამოკიდულან. მე ამ შეკითხვამ ცრემლი მადინა, გულში შემიძვრა ტკივილის მახრა, თუმცა შორსა ვარ ჩემი ქვეყნიდან, მისი სურნელი მაინც თან მახლავს. თუ გაგიგიათ მეფე თამარი, გორგასალი და დიდი დავითი?- იმდენი წლების იქეთ მოვდივართ, ვერც წარმოიდგენთ და ვერც დაითვლით. მე ქართველი ვარ, ჩემს სამშობლოში, ველ-მინდვრებია მზით მოქარგული, მე კი ცხოვრების უკუღმართობით, ემიგრანტი ვარ, გადმოკარგული... ჩემი სამშობლო მაშინ ყვაოდა, თქვენ რომ არ სჩანდით არსად რუკაზე, მსოფლიო სცნობდა ქართველ ვაჟკაცებს, ლექსებს უძღვნიდნენ ქალებს უნაზესთ. ჩემს სამშობლოში დედაზე უწინ, სადღეგრძელოში მამულს იტყვიან, უფროს უმცროსის პატივისცემა, დასაბამიდან დღემდე იციან... ენის, რწმენის და ჯიშის სიმტკიცე, საუკუნეებს ითვლის უთვალავს, შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, სიბრძნე თაობებს კვლავ გზას უკვალავს. ჩემი სამშობლო იქ არის,სადაც, არწივნი კვლავაც ზრდიან მართვეებს, სადაც მომხვდურნი, ჩვენს კუთვნილ ედემს, გვაჭრიან, გვგლეჯენ, ისევ გვართმევენ... იქ, შორს. ტაძრები უფლის დიდებად, თვითონ ზეცამდე ამოზიდულან და მტრის საძლევად, დღეს ჩემს მამულში, უკვე გმირებიც წამოჩიტულან. მეც ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები, რადგან იქ ტირის ჩემი სანთელი, მადლობა უფალს,რომ ჩემს მამულში, ჩემს სამოთხეში გავჩნდი ქართველი

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

გენაცვალე გულში!
#3, 30.09.2012 - 06:46
gaixare zma
30.09.2012 - 10:09
მეც ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები, რადგან იქ ტირის ჩემი სანთელი, მადლობა უფალს,რომ ჩემს მამულში, ჩემს სამოთხეში გავჩნდი ქართველი
#2, 23.08.2012 - 22:00
თუმცა შორსა ვარ ჩემი ქვეყნიდან, მისი სურნელი მაინც თან მახლავს.
24.08.2012 - 07:56
kochag mec meamayeba rom var qartveli nu naxevrad mainc ...:)))
#1, 23.08.2012 - 20:23
xo ragac procentebı gqondes da qartvelad ıtvlebı :)
23.08.2012 - 20:28
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.