Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lexso blog

ამ ლექსით შენი თავი მწყურია

წამწამებს გითვლის, ცრემლი ტიალი.
სევდას მოჰყავხარ გადამთიელი.
ფერთა საუფლოს გამოქცეული,
ვერ დაგასვენებს გადარეული,
ჩამოგიჯდება დილიდან მთელ დღეს,
სუნთქვას არ გაცდის იმდენს გაკოცებს.
ღამეს გადაღლილს ძილად მორეულს,
გასამგზავრებლად გამზადებული,
იქ დაგიხვდება ვერაგი მე და
შემოგიძვრება სულში ფრთხიალით.
ქიმერებს მიგცემს უდაბნოეთში,
შენთვის იცეკვებს ეშმა ტრიალით.
კოცონზე დაგწვავს მესთან ღალატი,
მე შენ არ გაგცვლის, მე შენ არ გაგცვლის.
მაგრამ რომ ვაი, ეს ხომ ლექსია.
ამ ლექსით შენი თავი მწყურია,
კოცონზე თავის დამწველი არ ხარ
და არც სიზმარეთს მიგიხარია.
შემომჩენიხარ გაურკვევლად.
საიდან მოხველ. ან რად გერგები?
რატომ მიწეწავ ფიქრთა კაბადონს,
ჩემი თვალებით რატომ მედები.
შენი ცხოვრების გზა ეულია
და ჩემს ცხოვრებას ნუ შეეხები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

agni121 (40)
#2, 25.08.2012 - 17:12
:) gaixare lamazukav
25.08.2012 - 20:39
tamta07 (30)
kaia
#1, 25.08.2012 - 13:40
gaixare lamazukav
25.08.2012 - 13:46
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.