Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatusi blog

რატომ ჰგონიათ ბიჭებს, რომ გოგოებზე ყველაფერი იციან?

არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ან გამოცდილი გოგოს იმიჯი მქონდეს, რაღა თქმა უნდა როგორც სხვები, ასევე მეც ხშირად ვაკრიტიკებ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, ნებისმიერი მათგანი შემიძლია უბრალო რამის გამი ავითვალწუნო და არა შევიზიზღო, უბრალოდ გადავწყვიტავ რომ მასთან არანაირი ურთიერთბა არ მექნება და მორჩა. . . ხშირად მაქვს ხოლმე მომენტი, როცა ვცდილობ ველოლიავო, ვეცადო თვალში რაც ცუდად მხვდება გამოვასწორო, მაგრამ მალე ვხვდები, რომ ისევე ძნელია ადამიანში ნაკლის გამოსწორება, როგორც ველური ცხენის მოთვინიერება. როგორც ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გამოვძერწოთ ჩვენთვის სასურველი ბიჭი , ასევე ფიქრობენ ბიჭებიც, როგორ გამოძერწონ, მათვის სასურველი საცოლე, შეყვარებული, ანდა სექსუალური პარტნიორი, ერთი შენიშვნა, ბიჭების შემთხვევაში სასურველი ქალის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, გოგოები კი ( ეს ალბათ ჩვენი სენტიმენტალიზმისა და კიდევ იმის ბრალია, პატარაობიდანვე რომ ჩაგვაგონებდნენ, ქალი იმისთვის იბადება, ღირსეული ცოლი და დედა იყოსო) მხოლოდ ერთ ვარიანტს განვიხილავთ: როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე? მასში იგულისხმება სასურველი საქმრო, შეყვარებული და სექსუალური პარტნიორიც. . .

სასაცილოთ არ მყოფნის, როცა ბიჭი ამბობს: " ქალებზე ყველაფერი ვიცი!" რა ყველაფერი? მე თვითონ არ ვიცნობ ჩემს თავს როგორც ქალს ბოლომდე, როგორ უნდა იცოდეს ჩემზე ყველაფერი მაგალითად ჩემმა შეყვარებულმა? ბიჭმა იცის რომ გოგოს თვეში ერთხელ ციკლი აქვს, იცის რატომ სტკივა მუცელი, რაზე ბრაზდება და რა უხარია, იცის როგორია სექსუალური, როდის და რატომ იღვიძებს ვნება მასში, როდისაა აგრესიული, მხოლოდ ეს იცის ბიჭმა და ამას ეძახის ყველაფრის ცოდნას ქალზე? სიმართლე ისაა, რომ მან იმის ნახევარიც არ იცის რაც სინამდვილეშია. . . ერთი ამოჩემებული ფრაზა აქვთ: "ქალებს რას გაუგებ!" ჩვენ, ქალებს არ გვესმის ბოლომდე ჩვენი თავის (ეს აღიარებაა) დიდი ამბავი თქვენ თუ ვერ გაიგებთ. ქალმა ყოველთვის იცის რა გაგაგებინოს კაცს და რა არა, იმ დროს როცა ქალის არ გესმით ე.ი მას არ უნდა რომ გაიგოთ, თავის მტვრევასა და ნერვების შლას უმჯობესია, უბრალოდ კითხვების გარეშე იყოთ მის გვერდით და დაელოდოთ იმ მომენტს, როცა ქალი თითონ მოინდომებს ყველაფრის თქმას, თუმცა შეიძლება მოთმინება არ გეყოთ, ეს თქვენი პრობლემაა. . . და მაინც რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, ქალი იმაზე რთული არსებაა, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. კაცი მთელი ცხოვრება ცდილობს გამოიცნოს ქალის ფსიქოლოგია, ზოგს ჰგონია მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს ამას, მაგრამ ზედმეტია ლაპარაკი, ქალი დააჯერებს კაცს ამაში, მხოლოდ დააჯერებს. . .


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

xatusi (27)
რატომღაც მინდოდა ამ ბლოგს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიც გამოხმაურებოდნენ, მართლა მაინტერესებს რას ფიქრობენ :)
#1, 28.08.2012 - 11:20
 

User
offline
offline xatusi (27)
საქართველო, საქართველო, გორი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.