Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Tee1 blog

ბავშვობა, ერთი ბოლოა თოკის *




ის
დრო მენატრება , კინჩხაში(იმერეთის , ერთერთისოფელია) ბებიაბაბუას , რომ ავაკითხავდით და ყველა ერთად თავს მოვიყრიდით ხოლმე. ისინი თვალებში შემოგვციცინებდნენ. ბებო , სულ ამას გაიძახოდა საჭმელი ჭამეთ , როგორ არ მოგშივდათ ამდენხანს, აქედან ფერიასავით უნდა გაგიშვათო, ამ სიტყვების გაგონებისთანავე ჩვენ ერთმანეთს გადავხედავდით, გულიანად გადავიკისკისებდით და კვლავ, ჩვენჩვენ საქმეს მთელი გულისყურით დავუწყებდით კირკიტს. როცა მაგიდას შემოვუსხდებოდით და კარტის ან ნარდის თამაშის დროს კივილწივილს ავტეხდით, ბაბუაც ხშირად შემოგვიერთდებოდა ,ჩვენ დასწრებაზევიყავით ,რადგან ყველას გვინდოდა მასთან გვეთამაშა ,ღირსეული წინააღმდეგობა გაგვეწია და გულითადი შექებაცმოგვესმინა, ბოლოს ბაბუას თვალებზე კურცხალი მოადგებოდა ხოლმე,ალერსიანად გადმოგვხედავდა და იტყოდა ერთი ამდენი კიდევ , რომ იყოთ სახლში, ჟრიამული გამეფდებაო (არადა, 9 ვიყავით). ბაბუას წუხილი მენატრება , რომელიც ხანდახან გვაღიზიანებდა ხოლმე მაშინ ვერ ვხვდებოდით , სულ რატომ წუხდა , მაგრამ ტკივილი ხომ მთელ სხეულს უღრღნიდა და მასში ღრმად იდგამდა ფესვებს. ის დრო მენატრება აგვისტოში ყველა ერთად ლაშეზე ( პირობითად ასე ვეძახდით სათიბეს) სიხარულით და ამასთანავე თანმზდევნი სიზარმაცით ,რომ ავირბენდით და თივის აღებას მარდად შევუდგებოდით , რადგან გვეშინოდა ზეციდან წვიმის წვეთების კორიანტელი არ წამოსულიყო და ბიძიას და ზურას ნაშრომი წყალში არ ჩაეყარა. დღის ბოლოს ყველაფერს მოვრჩებოდით და ბაბუაც ამოგვაკითხავდა, სულს ძლივს ითქვამდა , ყველას ნაღვლიანი და ამასთანავე სიყვარულით სავსე თვალებით გადმოგვეხადავდა , ამ დემონმა მას შემდეგ დაიდო ბინა მის თვალებში ,როცა სრულიად ჯანმრთელი შვილის გარდაცვალების ამბავი გაიგო და რომლის სხეული უკვე წლებია , მიწას მიაბარა, სული კი ზეცაში დააბინავა., თითქოს ჩვენთან ყოფნისას წლები აკლდებოდა და ისევ ის ''კოხტა'' ბიჭი ხდებოდა , როგორიც წლების წინ იყო, მაშინ, როცა პირველი შვილიშვილი შეეძინა. ამის შემდეგ,ბაბუა ზვინის დადგმას შეუდგებოდა და დიდი ტანჯვაწამებით მის კენწეროში მოექცეოდახოლმე, ჩვენ ქვემოდან ყველანაირად ვცდილობდით მისთვის სამუშაო შეგვემსუბუქებინა, არ გვინდოდა ''მოხუცი'' ძალიან გადაღლილიყო. .დღის ბოლოს კი , ჰორიზონტზე,შავებში გამოწყობილი,თავსაფარწაკრული ბებოც გამოჩნდებოდა , თბილი , ახალგაკეთებული საჭმელით ხელში. მისი დანახვისთანავე ყველა ზეზე წამოვიჭრებოდით და კიჟინითა და კუნტრუშით შევეგებებოდით, ყველაფერს გამოვართმევდით , რაც ხელში ეჭირა და რაც მის ნაბიჯებს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა.შემდეგ მინდორში სუფრას გავაწყობდით და მადიანად შევექცეოდით, იქ ყველაფერს სხვა გემო , სხვა სურნელიქონდა. ჩემი ''ნაოჭიანი'' ბაბუა მენატრება , ავადმყოფობისგან გატანჯული მაგრამ მუდამ ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ,რომელმაც 1 წელია რაც დაამთავრა სიცოცხლის''ქვისგორება'' და ბევრი ცრემლი და გულისტკივილიც წაიყოლა. ეს დრო მენატრება ,კინჩხა მენატრება . ბედნიერი დრო იყო , რომელმაც უცებ ''გამარჯობა'' გვითხრა და ამასთანავე '' ნახვამდიც'' მოაყოლა . სასწაული ,რომელმაც თეთრი კვიცივით უცებ გაირბინა. ახლა ვერ ვახერხებთ ყველა (შვილიშვილები) ერთად შევიკრიბოთ : თეო (მე) – პორტუგალიაშია , თამთათბილისში , სწავლობს და ამასთანავე მუშაობს , თამუნაქუთაისში, მუშაობს . ზურა და ელენე, წელს სტუდენტები გახდნენ და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებიან, ისინი ხომ თვითონ უნდა გახდნენ საკუთარი ცხოვრების მეეტლეები და გზის არევისას კომპასის როლიც კი უნდა შეითავსონ , როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა, აკაკისაქართველოში არ არის.. ლაშასკოლის მოსწავლეა . მარიკი უკვე ''აბიტურიენტი'' ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.მგონი არავინ გამომრჩა ,ყველა ზემოთჩამოთვლილნი ჩემი სიმდიდრეები არიან, გუშინდელი დღე კი უკვე ისტორიაა♥ . აი, ეს არის მარადისობაა , რომელიც მუდამ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნება )

ავტ: მარიამ ჩხეიძე <33

Tags:

 
Interesting
positive votes: 25  |  negative votes: 0

Write comment:

teo1996 (21)
mec gamaxsenda chemi babua da bebia : ((((( minda erti wutit mainc davbrunde ukan : ( magram vici chven kide shevxvdebit sxva cxovrebashii da sul sxvanairad iqneba mashin : ((((((((((((((((((((((((((((((((((((((
#8, 20.07.2014 - 11:31
bookkeeper (22)
yvelaaaaa asakss tavisii xibliii aq maraa bavshvobaaa mmmm
#7, 15.07.2014 - 17:32
yvavi1990 (26)
:-( :-(
#6, 27.01.2014 - 16:49
n1a2n3a (36)
*YES*
#5, 29.08.2012 - 22:53
lennoni (32)
lamazi mogonebebiaa
#4, 29.08.2012 - 17:36
so-fi-ko (28)
:((((( chemi papa gamaxsenda :'(( avtirdi :'((((
#3, 29.08.2012 - 14:12
ძალიან ტკბილი მოგონებებია, რაღაცნაირად ჩემი ბავშვობაც გამახსენა... ჩვენც 9 შვილიშვილი ვყავდით და ბაბუაც უკვე გარდაცვლილია... მასაც დიდი ხნის წინ დაეღუპა 2 წლის შვილი თითქოს რაღაც საერთოა ჩვენი ბავშვობის მოგონებებში მართლაც, რომ სასიამოვნო წლებია და გული მწყდება, რომ აღარასოდეს განმეორდება...
#2, 29.08.2012 - 10:57
დროის დაბრუნება შემეძლოს, დავაბრუნებდი, მაგრამ ... : ((
29.08.2012 - 17:57
DINAMO (26)
dzaan lamazi sityvebia :*
#1, 29.08.2012 - 09:30
 

User
offline Tee1 (21)
პორტუგალია, Aveiro, Oliveira de Azeméis



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.