Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ყური დაუგდე (ყური დაუგდე - გაურკვეველის (მარიამი) ნაწარმოების მიხედვით)


ყური დაუგდე ამ ქარის სევდას, -
მორთულს ეკლებით და ნაზ სუსხიანს.
როგორ გაწუხებს და როგორ გგესლავს, -
სხეულს სისხლივით, სულს რომ უცლიან.

ყური დაუგდე მერცხლების ჭიკჭიკს, -
თმებზე გედება ბუმბული ფრთათა,
ნაცრისფერ ფერფლში გაყინულს იჭვით,
ვით მდუმარებით ნადები აღთქმა.

ყური დაუგდე ზღვის მლაშე თვლემას, -
მზის ჩასვლისას ჰგავს სევდას გარდაცვლილს,
მწუხარე ფიქრი, რომ აღარ ღელავს
და მოსვენებას ჰორიზონტს აცლის.

ყური დაუგდე მუსიკის ბგერას, -
დაგკარგავს სევდა უსიერ ტყეში ;
- თუ რა ფერებად შენი ხმა ღელავს,
როგორ გეხვევა ყელზე ნუგეშით.

ყური დაუგდე წამიერ სუნთქვას, -
ყრუდ, ისიც ხურავს სამოთხეს კუთვნილს,
ყური დაუგდე მეგობარს წმინდას, -
მას ფერება სურს, წამებს რომ გჩუქნის.

ყური დაუგდე ზამთრის სიცივეს, -
ის შემოდგომამ, რომ დაამუნჯა.
ყური დაუგდე მშვიდობას ციურს,
ეკლესიების მხურვალე ლოცვას.

ყური დაუგდე ვედრებას ხანგრძლივს,
ყური დაუგდე, ყური დაუგდე..
ყური დაუგდე, ეს შენ თუ ძალგიძს, -
ღვთის სანუგეშო, ღრმა ამოსუნთქვას..


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

უმაგრესი ლექსია?
#1, 06.09.2012 - 16:51
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.