Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lile blog
რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები, გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე, ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები, ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე. განწყობა შევცვალე ისევე განწყობით და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე, სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში, აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე. თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი, რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში პირველი მუდარა, მოდი და დამხატე... დამხატე ისეთი, როგორიც ახლა ვარ, მშვიდი და ამავ დროს საშინლად მღელვარე, დამხატეე ბავშვიც და ბავშვიც, რომ აღარ ვარ, დამხატე გიჟიც და ნახევრად მთვლემარე. . . დამხატე შიშველი დარდების ამარა, დამხატე ოცნებანარევი ღიმილით, ისე, რომ ცისკარზე შემოვკრა კამარა, ისე, რომ გავგმირდე გოეთეს გმირივით. დამხატე პორტრეტად სალვადორ დალისი, რემბრანტის ფუნჯებზე სასკიათ მაცეკვე, დამხატე, შემმატე ნაღველიც, ხალისიც, დამხატე, შენ ოღონდ მოდი და ნამცეცებს ამ ჩემი სულისას, ქცეულებს ლანდებად, გაგიყოფ, თუ ჩემგან რაღაცა დარჩება. . . დამხატე. . .

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline lile (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.