Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
raptoralligator blog

ტიბეტური მასტიფი

ტიბეტური მასტიფი უძველესი ჯიშია. ამ ძაღლების სისხლის სიწმინდე ქვეყნის გეოგრაფიული იზოლაციის შედეგად შენარჩუნდა. ტიბეტი ჰიმალაის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს. დანარჩენი მსოფლიოდან მას სამხრეთიდან მარადიული თოვლით დაფარული უზარმაზარი მწვერვალები გამოყოფს, ჩრდილოეთიდან კი პრაქტიკულად გაუვალი უდაბნო. მე-13 საუკუნეში ჩინელი ვაჭრები ტიბეტის გავლით მიდიოდნენ ჩრდილოეთ ჩინეთისაკენ. მათ თან ახლდათ თავიანთი დარაჯი ძაღლები. ჩინური და ტიბეტური ძაღლების პოპულაციები ერთმანეთს შეეჯვარა. ერთადერთი ჯიში, რომელიც უცხო სისხლის შერევას გადაურჩა მაღალ მთებში მცხოვრები მასტიფი იყო, რომელიც კარგად იყო შეგუებული მკაცრ კლიმატსა და ცხოვრების მძიმე პირობებს. ისინი ფლობდნენ მტკიცე ჩონჩხს, მძლავრ კუნთოვან სისტემას, იყვნენ ძალიან ამტანები და შეეძლოთ დაუღალავად დაეფარათ დიდი მანძილი მთებში. ჰქონდათ სქელი ბეწვი და კიდევ უფრო სქელი თივთიკი. ტიბეტური მასტიფები დასაბამს ძაღლების ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენლის, აწ უკვე გადაშენებული ტიბეტური შავი მგლისაგან იღებენ. გარდა შავი შეფერილობისა, წინაპრებისგან ამ ძაღლებმა მძლავრი სხეული, ფუმფულა კუდი, სქელი თივთიკი, შესანიშნავი ყნოსვა და საშინელი სიავე მიიღეს. ზუსტად ეს ბოლო თვისება აძლევდათ საშულებას მათ შერკინებოდნენ ლომებს ფინიკიელებთან ერთად ნადირობისას და გაემარჯვათ გლადიატორებზე რომის კოლიზეუმში. ტიბეტური მასტიფი ძლიერი და მძიმე ძაღლია. ის შესანიშნავი ჯანმრთელობის პატრონია. მოზრდილი ძაღლები პრაქტიკულად არ ავადობენ. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ძალიან იშვიათია, თუმცა გამორიცხული არაა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 16 წელია. ხვადები 4 წლის ასაკისათვის მწიფდებიან, ძუები_2-3 წლის. ძუებს მძუნაობა წელიწადში მხოლოდ ერთჯერ აქვთ, რომელიც, როგორც წესი, შემოდგომის მიწურულს ეწყებათ. ტიბეტური მასტიფის შეფერილობაში მაგიური აზრია ჩადებული: მკერდზე თეთრი ლაქა მამაცი გულის ნიშანია, ღია ფერი ლაქები თვალების ზემოთ_ეს კიდევ ერთი წყვილი თვალია, რომელიც ძაღლს საშუალებას აძლევს ადამიანის სულში ჩაიხედოს. ამ ლაქების გამო გვეჩვენება, რომ მას არასოდეს სძინავს. ტიბეტური მასტიფი ძალიან მომხიბვლელი ძაღლია. ის უნდობია უცხოების მიმართ და შეუძლია ძალიან სასტიკიც იყოს. პატრონის თანდასწრებით უცნობების მიმართ ძაღლი აგრესიას არ ავლენს და სტუმრებს მეგობრულად ხვდება. ღამით თავის სამფლობელოში მარტო დარჩენილი სერიოზული დარაჯია. გამუდმებით ამოწმებს თავის ტერიტორიას. ირჩევს ყველაზე მაღალ წერტილს, საიდანაც შეეძლება მთელს ეზოს უთვალთავლოს. დაუპატიჟებელ სტუმარს ტიბეტური მასტიფი საკმაოდ ხმამაღალი და მოგუგუნე ყეფით ხვდება, რომელსაც სპილენძის გონგის ხმას ადარებენ. ამ ხმას შეუძლია დააფრთხოს ირბისი (მთის ლეოპარდი) და სხვა მტაცებლები. ასე, რომ მძარცველები ჯერ კარგად დაფიქრდებიან სანამ გადაწყვეტენ შეამოწმონ თუ რა გამოსცემს ამ ხმას. თუმცა ხმამაღალი ყეფის გამო შესაძლოა მეზობლები შეწუხდნენ. გაღიზიანებული ტიბეტური მასტიფი საშინელი სანახავია_ფაფრის ბეწვი ყალყზე უდგება, რაც 2-ჯერ ზრდის მის ზომას, კბილებს კრეჭს, ხოლო თვალები ველური წითელი შუქით ენთება: მრისხანე მეტოქე, რომელთან შებრძოლებას ბევრი ვერ ბედავს. ტიბეტური მასტიფი ადამიანზე ორიენტირებული ძაღლია. ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე დაიცავს თავის პატრონს და სახლს უცხოებისგან. ის სწორედ ამ მიზნით გამოიყვანეს ათასი წლის წინ. ტიბეტურ მასტიფს ლეკვობიდანვე უნდა გამოუმუშავდეს მორჩილება თამაშ-თამშში. სხვა მოლოსების მსგავსად მასტიფიც შეიძლება იყოს ძალიან ჯიუტი. ლეკვს განსაკუთრებული აღზრდა სჭირდება. პატრონმა მოთმინება უნდა შეუხამოს სიმტკიცეს, დაჟინებულობა კი სიყვარულს. როგორც ოჯახის წევრი, ტიბეტური მასტიფი ძალიან თავშეკავებული, მშვიდი, დამჯერე და ერთგული ძაღლია. მას უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ბედნიერია მათ გარემოცვაში. ტიბეტური მასტიფის მოყვარულები ამბობენ, რომ ამ ძაღლს ძალიან აქვს განვითარებული ინტუიცია. ის ყოველთვის შეუმცდარად გრძნობს პატრონის განწყობის ცვლილებას. ტიბეტური მასტიფი შესანიშნავი ძაღლია ბავშვებისათვის, თუ ბავშვები ცივილიზებულად მოიქცევიან (ეს ნებისმიერი ჯიშის ძაღლთან აუცილებელია). ბავშვებისადმი ლოიალური დამოკიდებულება, შესაძლოა, იმ დროიდან მოდის, როცა უზარმაზარი ძაღლები ტიბეტურ სოფლებს იცავდნენ უფროსების შინ არყოფნისას. ტიბეტური მასტიფი სრულიად ემორჩილება პატარა პატრონს, სეირნობისას არასოდეს გარბის მასზე წინ და პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევს. ამიტომ მშობლებმა უფრო შვილებს უნდა მიაქციონ ყურადღება, ვიდრე ძაღლს. ტიბეტური მასტიფი ყოველთვის თავგანწირვით იცავს ოჯახის პატარა წევრებს. ეს მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, განსაკუთრებით სტუმრიანობისას. ოთხფეხა მეგობარი ყურადღებით აკვირდება ბავშვების თამაშს და შეუძლია გადავწყვიტოს შეიცავს თუ არა საფრთხეს მათი ესა თუ ის ქმედება. user posted image თუ თქვენ დიდი ძაღლების მოყვარული ხართ და არჩევანს ტიბეტურ მასტიფზე შეაჩერებთ, გაითვალისწინეთ მისი ხასიათის თავისებურება. ამ ძაღლების წინაპრები მწყემსები და მონადირეები იყვნენ, ამიტომ ისინი ქალაქგარეთ, ეზოიან სახლში უკეთ გრძნობენ თავს. მათ ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა და ხანგრძლივი სეირნობა სჭირდება. მათი მოვლა ძალიან მარტივია. საკმაოდ მოკრძალებული მადის პატრონები არიან და არასოდეს ჭამენ იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდებათ. ტიბეტური მასტიფის ბეწვის მოვლაც არ წარმოადგენს სირთულეს. მას თივთიკი წელიწადში 1-ჯერ ცვივა. ზოგჯერ რთულია წარმოიდგინო, როგორ შეიძლება ძაღლს ამდენი ბეწვი დაცივდეს და არ გაშიშვლდეს. ამ ძაღლებს არ აქვთ სპეციფიკური სუნი, ამიტომ ხშირი ბანაობა არ სჭირდებათ. თუ თქვენ ძაღლის ბეწვზე ალეგია გაწუხებთ, ტიბეტური მასტიფი თქვენთვის კარგი გამოსავალია_მისი ბეწვი ჰიპოალერგიულია. ლეკვის სწორი, თანმიმდევრული და სიყვარულით აღზრდის შემთხვევაში თქვენ ერთგული მეგობარი და შესანიშნავი მცველი გეყოლებათ. ჩვეულებრივი შეფერილობა შავია წითური ლაქებით: user posted image არიან მურა-წითურებიც: user posted image და თეთრებიც (ოღონდ არასტანდარტული ფერია) user posted image სტანდარტის მიხედვით არიან კიდევ ნაცრისფერები და ოქროსფერები. FCI-ს კლასიფიკაციით არიან II ჯგუფში: პინჩერები,შნაუცერები, მოლოსები, მთის და შვეიცარიული საქონლისმრეკავი(/) ძაღლები; და II სექციაში: მოლოსები (მთის ტიპი). სტანდარტის მიხედვით: ხვადების სიმაღლე მინდაოში: მინიმუმ 66სმ. ძუების სიმაღლე_მინიმუმ 61 სმ. წონა დაახლოებით 60 კგ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mamuka2437 (50)
zalian sainteresoa
#1, 07.09.2012 - 00:48
gaixare
07.09.2012 - 00:51
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.