Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kakallvertu blog

ქართველობის პატარა შეფასება

ქართველობის პატარა შეფასება

არ ვიცი რატო ვწერ ან რაზე ვწერ. არც ის ვიცი ვისთვის ვწერ. ისიც კი არ ვიცი მაქვს თუ არა ამის დაწერის უფლებან ან მაქვს თუ არა იმის უფლება რო მე ვინმე შევაფასო. მითუმეტეს ამ შემთხვევაში მე ვაფასებ მთლიანად ერს. შეიძლება ამ ყველაფრის წაკითვის მერე ზოგზოგირთს სიცილი აუტყდეს მარა არამგონია რეალობა სასაცილო იყოს. პირველ რიგში მინდა ვთქვა რო არც მიშას კაცი ვარ, არც ბიძინა ბიძიას კაცი ვარ. ვარ უბრალო ადამიანი საქართველოს მოქალაქე და უბრალოდ მაწუხებს ჩვენი ქვეყნის ბედი. ეხა ალბათ ბევრმა გაიფიქრა რა სისულელეაო. ან ამ საიტზე რა უნდა ამ სისულელესო ანდაც ვაბშე ამ სულელს რა უნდაო მაგრამ მაინც გავაგრძელებ. არავითარი დაწერილი ტექსტი რასაც ეხლა ვწერ არის უბრალო იმპროვიზაცია და ვნახოთ რა გამომივა შეფასებები თქვენთვის მომინდია. რაზე შემტკივა გული. უუუზომოდ დაბალ დონეზე განვითარებული ქვეყანა ვართ მიუხედავად იმისა რო ბევრის მიღწევა შეგვიძლია. არავისთან შეჯიბრება არ მიდნა მაგრამ დამიჯერეთ ალბათ აზერბაიჯანზე განვითარებულიც კი არა ვართ. განვითარებაში მე არ ვგულისხმობ ”ფულს” და ეს კარგად გაიაზრეთ. მე ვთვლი რო ზოგადად ქართული აზროვნება არის ძალიან დაბალ დონეზე განვითარებული. მთელი ერი გადართულია მატერიალურ საქმიანობაზე და აღარავის ახსენდება აღარც ხელოვნება აღარც დასვენება აღარც ცეკვა და აღარც თამაში. დაფიქრდით და თქვენს თავს კითხეთ. ბოლოს როდის იყავით რომელიმე მომღერლის კონცერტზე? ოპერაში? ანდაც თეატრში? ან ჯანდაბას კინოში როდისღა იყავით ბოლოს? შეიძლება იკითხოთ ამას რა მნიშვნელობა აქვსო ან საერთოდ რა უნდა ავტორს ამ ცხოვრებიდანო მაგრამ მაინც არაუშავს და გავაგრძელოთ. ალბათ მიხვდით საითაც მიმყავს საუბარი. ანუ ჩვენი ქვეყანა არის ასე ვთქვათ ძალიან დიდ გაჭირვებაში და ხალხი ვერ იცლის ვერაფრისათვის. 80 % ქართველი კაცის ცხოვრება არის ”საშოვარი და შოვნა”. ისეთ ქვეყანაში სადაც ხალხმა არ იცის ვინ იყო ფრედი მერკური და საკუთარ სახელზე კარგად იციან ვინ არის გია სურამელაშვილი ღირს ცხოვრება? შეიძლება არც ღირს კიდეც მაგრამ ბედმა ქართველობა გვარგუნა ბედად და როგორმე მოვახერხოთ ის რომ ასე თუ ისე ცოტა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა თორემ ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ისე გავქრეთ რომ ერთი ათასწლეულის შემდეგ ერთერთ გადაშენებულ ერად გაგვიხსენონ.! არ ვაპირებ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას რადგან პოლიტიკა საერთოდ არ მანაღვლებს მე ჩვენი ქვეყნა მადარდებს და ამიტომ რაც სათქმელია უნდა ითქვას. ვართ კაატასტროფულ სიტუაციაში. შეიძლება ბევრი ვერ აღიქვამს ამას სხვადასხვა მიზეზების გამო. თუნდაც იმის გამო თაროს რო გაომაღებს და შიგ პური რო ხვდება ანდაც იმის გამო რო ჩამრთველს რო რთავს და ნათურა რო ინთება. ანდაც შეიძლება იმის გამო ვერ აღიქვავენ არსებულ სიტუაციას რომ უდიდესი მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული პოლიტიკოსები ისე ფუთავენ არსებულ რეალობას. ისე პრჭყვიალა ქაღალდით გვიფუთავენ ნაგვიით სავსე პარკს რომ ვინმესთვის რომ გვეჩუქებინა შეიძლება მადლობაც კი მოეხადათ სანამ გახსნიდნენ. და რო გახსნიდნენ ჩვენ უკვე შორს ვიქნებოდით. ზოგზოგიერთს კიდევაც გონია რო ამ საჩუქარს შემოგვტენის და გაქრება და ვეღარავინ იპოვის მას მაგრამ ასეთი სისულელე არ მოხდება და არავის არაფერი არ შერჩება მაგრამ ამაზე ლაპარაკი ეხლა არ გვინდა. ცოტას, ცოტას კი არა ალბათ ბევრსაც ვბოდიალობ. თემიდან თემაზე ვხტები მაგრამ მინდა რო ყველა თემას შევეხო რაც ალბათ არც გამომდის წესივრად მაგრამ ეს ბოლოს თქვენ შეაფასეთ. ხო ეხა დავუბრუნდეთ ქართველებს და ქართველობას, კარგი და ცუდი თვისებების ჩამოთვლას არ დავიწყებ ზეგ საღამომდე ვერ მოვრჩები ალბათ მაგრამ რამოდენიმეს ვიტყვი შიგადაშიგ. დაბალ განვითარება პირველ რიგში იმაში გამოიხატება რომ.! არ გვაქვს სწორი ფასეულობები(ძირითადად ახალგაზრდობას +14 -30) ვერ ვაფასებთ იმას რაც მართლა დასაფასებელია. ეს თუნდაც იმაში გამოიხატება რომ ზოგზოგიერთი ”იდიოტი”(უგუნური,სულელი,გაუნათლებელი) ჩვენი ამჟამინდელი მთავრობის გასამართლებლად იძახის შემდეგ ფრაზებს ”ის კაი იყო მთელი ქვეყანა ჩაბნელებული რომ იყო?” ანდაც ”გზები რო არ იყო დაგებულ ეგ კარგი იყო?” ”გახსოვთ პენსია რომ 14 ლარი იყო?” პენსიას რაც შეეხება მაგ დროში 10 ლარად თავისუფლად შეძლებდი გეყიდა კარგი ”გოჭი” ეხლა კი გოჭის საყიდლად მოგვიწევს ეს პატარა მაგალითი გამოვთვალოთ 10x10+5x10 კრგით ამას შევეშვად და შუქს მივხედოთ. ვაღიარებ მშვენიერია რომ 24 საათიანი დენის უწყვეტი მოწოდება გვაქვს მაგრამ ეს ” შუქი” ადრე თუ გვიან ქვეყნის ფასად უნდა დაგვიჯდეს? მშვენიერი გარიგებაა” ერთი პატარა სახელმწიფო სულ რაღაც 20 წელი ელექტრო ენერგიისა და რამოდენიმე გზის სანაცვლოდ. მეც ნაგლივით ვლაპარაკობ უამრავ რამ გაკეთდა დაუნახვი არავინ არის მაგრამ რაც გაკეთდა არამგონია ისევდაისევ ჩვენი ქვეყნის ფასთან ოდნავადაც მიახლოებული იყოს. ზოგი იტყვის ვინ არის ეს პარანოიკი. ვინ არის ეს ტრაგიკოსი მაგრამ ჩვენ აქ პიესას არ ვდგამთ და ეს რეალობაა. არც მე ვარ შექსპირი და არც საქართველოა თეატრი. ეს მართლა ხდება და მე არაფერს არ ვაჭარბებ პირიქით თუ არ ვაკლებ კიდეც. მშვენიერია ბათუმი რომ არის გალამაზებული მაგრამ სიმართლე გითხრათ მე არ ვარ ნამყოფი ბათუმში. თქვენ ხართ? თქვენ შეიძლება ხართ მარა საქართველოს 75-80% არ არის ნამყოფი ამ შავიზღვისპირეთის ულამაზეს სანაპიროზე(ბულგარეთის ოქროს ქვიშები მაინც სადღა გააქრეს ვერ ვხვდები).აქ მხოლოდ უკრაინა და სომხეთი გულაობს.რაღათქმაუნდა ამ ორ ქვეყანას ამ შემთხვევაში მე არაფერს ვერჩი. ასევეა მთელი ქვეყანა. ერთ პატარა ფრაზას ვიტყვი და იმედია ყველა ყველაფერს გაიგებს. ყველა თუ არა გამგები და გაგებული მაინც გაიგებს. ”საქართველო ქართველების გარეშე”. იდეალური ვარიანტი მათთვის მარა ჩეეემიიი........ ვამბობდი პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეტებ მეტქი მარა რაღაც ეგრე გამომდის რაც ძალიან არ მინდა იმიტო რო მე არავის მომხრე არა ვარ. არ ვიცი მომავალში რა იქნება. არ ვიცი სხვისი მოსვლით რა იქნება მაგრამ არსებული საშინელია და ის უნდა შეიცვალოს. კრიტიკულ სიტუაციაში მტყუან მართალის გარჩევის დრო არ რჩება ხოლმე. მანდ კარგის და ცუდის ფაქტორი მოქმედებს. ცუდი უნდა წავიდეს. ხო ეხა დავუბრუნდეთ ისევ ქართველებს და ქართველობას. ჩვენი ერთერთი უდიდესი ნაკლი არის ერთმანეთის გაუტანლობა.ხშირშემთხვევაში ქართველი ქართველს არ ზოგავს. ისე რაც მართალია მართალია, შეიძლება რაღაც მომენტში ერთმანეთის გვერდით არ დავდგეთ მაგრამ ბოლო წერტილში, ბოლო წამს, ბოლო,უკანასკნელი მოქმედების დროს მთელი საქართველო ერთიანდება და ერთ მუშტად იკრება და აი მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველაფეი. ყველაფრის სრული მნიშვნელობით. და ის ბოლო წერტილია ეხლაც სამწუხაროდ და ყველაფერი კაგრად იქნება. ხო კიდე უამრავი ცუდი თვისება გვახსიათებს. მაგალითად ზედმეტად თავდაფასებული გოგოები გვყავს. კი მართალია ფიზიკურად უნაკლონი მაგრამ 1 გრამი ტვინი რო არ უდევთ თავში ისეთები. რაც შეეხება ქალებს,... ”უნაკლონი”. მარტო ამ სიტყვის თქმა შემიძლია. აქ ყველაფერი დამთავრებულია. კაცებიც ვართ რა არაგვიშავს. უბრალოდ რამოდენიმე არასასიამოვნო მეგობარი გვყავს (ღვინო,არაყი,სხვა ქალი...და ბლომად კიდე). თან რა ვიცით როცა დავთვრებით მაშინ ვხვდებით ყველა კაი ბიჭი. ყველა მაგარი კაცი. ყველა გამტრაკებელი,პოლიტიკოსი,ანალიტიკოსი,ფილოსოფოსი,გენიოსი დამრტყმელი,დაუზოგავი.ვენებიდან სისხლის დამლევი,და კიდე რავიცი ნამდვილად დიდი ფანტაზია გვაქს. ხო რამოდენიმე სიტყვით ამ საიტსაც მინდა შევეხო. რაღაცნაირი სოც. ქსელია. ასე ვთქვათ მიზანი არა აქვს, ნამდვილი მიზანი არა აქვს. საკონტაკტო მხრივ არ ვარგა ცუდი სამესიჯო სისტემაა და თან ქულებს ითხოვს. ასე ვთქვათ ფოტო კონკურს საიტია რა. უჟმური ხასიათის გოგონებით სავსე რომლებსაც მარტო ის აინტერესებთ რამდენად მაღალ შეფასებას მიიღებს მათი ფოტო... უფრო და უფრო გამომწვევ და დაბერილ სურათებს ”ჩითავენ” რადგან უფრო მაღალ მაღალი შეფასება მიიღონ სხვებისგან. ძირითადად ჩემნაირი უსაქმური კაცებისაგან. ასე რომ საბოლოო ჯამში ამ საიტს მიზანი არ გააჩნია. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. და ბოლოს. მინდა ვთქვა რო მე თითონაც ვერ ვხვდები კარგად რისი თქმა მინდოდა. უფრო სწორად ვხვდები მაგრამ გადმოცემა არ შემიძლია იმედია გაიგეთ და იმედია ვიგაც გიჟს და გადარეულს არ დამიძახებთ. შეიძლება ვერ გაიგეთ რა ვთქვი მაგრამ მე ამის თქმა მინდოდა და ვთქვი კიდეც შეფასება კი თქვენზე იყოს. რათქმაუნდა აქ სრულად არ გადმომიცია ჩვენი ერის ნაკლები და ღირსებები მაგრამ რაც მე მთავრად მიმაჩნია შეიძლება არცაა მთავარი მაგრამ მე მთავრად მიმაჩნია ის ვთქვი. იმედია ტყუილა არ ვიბოდიალეა ამდენი და ასევე დიდი იმედი მაქვს რო სიცილით არ მოკვდებით... ოღონდ ეხა არ დაიწყოთ კომენტარებში რო მე ვინ ვარ ან ვინ მომცა უფლება ვინმეს შეფასების...


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

მანჩო აქ კიდე ბევრი რამის კი არა უზომოდ ბევრი რამის დაწერა შეიძებოდა უბრალოდ არც ნერვებ მაქ და არცაა აქ ალბათ მაგის ადგილი მარა რა ვქნა ვერ მოვითმინესავით
#1, 07.09.2012 - 11:38
 

User
offline
offline kakallvertu (23)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.