Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

ნუ დამპირდები...

ნუ დამპირდები,
რომ არ დაგღლის ეს ყვავილები
ნუ დამპირდები,
რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე...
ნუ დამპირდები,
რომ ფერებათ შეკრულ სიყვარულს
ფერხთით გამიფენ ყოველი წლის
შემოდგომაზე...
ნუ დამპირდები,
თორემ მერე სევდა წამიღებს
და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გძნობის
გიჟურ ნაპირებს
დავიკარგები,შევერევი ნაცნობ
ტკივილებს
ნუ დამპირდები...
რას მიმზადებ
რასაც მიპირებ....
საკმარისია
მორთმეული ამ წელს ფერები
ნუ დამპირდები
მე ისედაც მოგეფერები.
ნუ დამპირდები
წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი
ჩემთან იყავი ოღონდაც
და
ღიმით დავიცდი
ამ ფერებისთვის,
ამ წლებისთვის,
მე შენ გჭირდები....
ოღონდ წინასწარ გთხოვ ნურაფერს
ნუ დამპირდები!!!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.