Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog
მეორე დღის შებინდებისას

ბიჭმა გაიცნო "მისი ოცნება"

ბიჭი რომელიც ენაკვიმატობს

ენის ბორძიკით ცდილობს შეკადროს

რომ ლამაზია, საღი და უბრალო

მისმა ღიმილმა დაიპყრო უბრალოდ

მის ცხოვრებაში მსგავსი უზადო

არ ყავდა ნანახი, ცხოვრობდა უაზროდ.

აქამდე ეგონა არ ქონდა ფასი

გრძნობებს, განცდებს და თვით სიყვარულს

ტკივილი ესხა მის ცხოვრების თასში

და მარტოობა ელის დასასრულს

უნდოდა აეხსნა, მისმა დანახვამ

როგორ დაიპყრო წყეული გული

როგორი სიმშვიდე განაცდევინა

და გრძნობის სითბო ჩაუდო სულში.

ეს ყველაფერი ძლივს-ძლივს გადმოსცა.

სირცხვილით ვერ გაუსწორა თვალი

ნათქვამით გოგო ისე გაოცდა

გაწითლებულმა დახარა თავი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.