Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog

დღე-დღეს მიზდევდა, წამი კი წამებს

ყალიბდებოდა გრძნობა რჩეული

გადადგმულ ნაბიჯს აღარ ნანობდა

ცხოვრების სიამის შეიგრძნო ეშხი.

მან დაინახა ბნელში ნათელი

წყეული საწუთროს თეთრი წერტილი

მთელი ცხოვრება იმ ერთს მიუძღვნა

და მასთან ერთად ბილიკს გაუძღვა.



უვლიდა გოგოს როგორც ნორჩ ყვავილს

და ეშინოდა არ გამქრალიყო

სანთლის წინ იდგა სუნთქვა შეკრული

ამოსუნთქვისგან არ ჩამქრალყო...

მაგრამ ყოველთვის ესე როდია

როდესაც ცდილობ კეთილი თესო

ადრე ნათესმა ღვარძლის კონებმა

ეს მოსავალი არ დაგიგესლოს.



მიწურულიყო ცხელი ზაფხული

ქალაქელებმა დატოვეს მთები

არავინ ნანობს გარდა ერთისა

ბიჭი რომელიც შორდება გოგოს.

"წამი არ გავა, რომ არ ვიფიქრო,

შენი თვალების უცნობ სიღრმეზე

და ყოველ ღამით ძილისპირულზე

მე ოცნებებში შენთან ვილხინებ.

პირველი მზის სიხივი რომელიც მაკოცებს

მე წარმოვიდგენ შენს ლაღ ღიმილებს

და მზის ჩასვლილსას ნაცნობი სიოს

მოალერსებას შენგან მივიღებ".

აცრემლებული გოგოს თვალები

სევდით აცილებს მიმავალს გზაზე,

ცხელი ზაფხულის გავლილი დრო კი

ეჩვენებოდა გავლილი წამზე.

უცბად გაჩერდა გარე ყოველი

და ჩამოვარდა სიჩუმე ირგვლივ

შემოტრიალდა უმალვე ბიჭი

სირბილით შემოეხვია წელზე.

ატყდა ქუხილი, ქარები აღსდგნენ

შემოეგებნენ ჩახუტებულ წყვილს

ბჭმა გადაუწია თმები

და ეზიარა ღვინისფერს - ტკბილს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.