Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog

დარდით და სევდით დაღლილი ბიჭი

ადგილს ვერ ეძებს რომ მოისვენოს

ვერაფერს ფიქრობს და ვერ აზროვნებს

რად გადაწყვიტა ესე და რატომ...

და როგორც იქნა მზეც ამოვიდა

ღამენათევს ჩასძინებოდა

მზემ შეახსენა რომ უნდა ნახოს

მისი ცხოვრების ბედისწერა.

შეხვდნენ ერთმანეთს გოგო და ბიჭი

მაგრამ ამჯერად არაჩვეულად

"გამარჯობებით"შემოიფარგლნენ

და სალაპარაკოდ სკამზე ჩამოჯდნენ.

"ვიცი რომ გუშინ ცუდად იყავი,

ვერ აზროვნებდი რაც კი მომწერე,

ეგ არაფერი, ბევრი გვექნება

მე შენგან გულში არაფერს ვიდებ..."

"რტომ გგონია რომ მოგატყუე?

რატომ გგონია რომ კვლავ მიყვარხარ

როგორც გითხარო რაც იყო მორჩა

გართობა იყო ეს საზაფხულო...!".



ბიჭმა არ იცის რა უპასუხოს

ხვდება რომ უკვე დაკარგა სწორი

შემოტრიალდა უხმოდ, უთქმელად

და გზა განაგრძო თვისუნებურად.

არც რისხვა, არც ფიქრი და არც ცრემლები

მკვდარია უკვე, უბრალოდ სუნთქავს

განვლილ გზას წამით შეხედა ცერად

მას დაბრუნება აღარ ეწერა....

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.