Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pacu666 blog

svdis tbashi dacuravda mcuxareba

სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,

ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი.

წვავდა შორი მოგონება და ოცნება მალი,

უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი.

ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით,

ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა,ვერც ნაპირზე მისვლით,

ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი,

ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.

გედმა ეკლის გზა ირჩია,არ გათელა ვარდი,

და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,

საკვირველი იყო გედი ,როცა ამდენს ძლებდა,

იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline pacu666 (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.