Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ardoteli blog

წითელი ვარდები

- იცი?! მთელი ერთი წლის განმავლობაში ვიღაცას ჩემთან სისიხლივით წითელი ვარდები მოჰქონდა და კართან ალაგებდა...
მე შენ მეგონე რატომღაც...
- ერთხელ ქუჩაში ვიღაც დავინახე შენ მეგონე დაგეწიე შემოგატრიალე... შენს მაგივრად კი ვიღაც მათხოვარი შემრჩა ხელში...რამდენიმე ხნის შემდეგ ვიღაცამ ქუჩაში საწვიმარი შემომახურა, მე შენ მეგონე იცი?!... მოვიხედე და ისევ ის მათხოვარი დავინახე... უგულოდ გადავუყარე ხურდა და წამოვედი... მაგრამ მას ფულისთვის ხელიც არ უხლია...თვითონ კი არსად ჩანდა...
ამას მერე დიდი დრო გავიდა გადაუღებლად წვიმდა, ჩემი სახლის წინ მიცვალებული გამოასვენეს... მე კი შენ მეგონეე მოვირბინე და დავინახე კუბოში ის მათხოვარი იწვა... მოვტრიალდი და ავქვითინდი, გულზე სისხლისფერი ვარდები ელაგა, ჩემს კარებთან კი ისევ ის გამხმარ ვარდები ეწყო... რატომღაც ისინი ავიღე და გულში ჩავიხუტე... უცებ საიდანღაც შენ გამოჩნდი, მაგრამ შენმა გამოჩენამ არ გამახარა... სახლში შევედი კარები ჩავკეტე და ავტირდი... არ ვიცი რა დამემართა მე ხომ შენ გელოდებოდი ამდენ ხანს ეხლა კი გამოჩნდი და ზურგი გაქციე...
- იცი ??
ის მათხოვარი იმიტომ მათხოვრობდა რომ ჩემთვის წითელი ვარდები ეყიდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ardoteli (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.