Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi16 blog

shen rom chemtan iyo...

  1. სადღაც გაიფრინა გუნდმა თოლიების,
    მზეში ყველა ღრუბლის სევდა შემდნარიყო,
    ალბათ, მამა ღმერთსაც დავიყოლიებდი,
    წვიმა მოვიდოდა, შენ რომ ჩემთან იყო...

    ჭკნება გაზაფხული მიღმა დარაბების,
    ზაფხულს შემოდგომა გარდაცვალებია,
    რა ვქნა? არ მახარებს ისე არაფერი,
    როგორც სიყვარულის ჟონვა თვალებიდან...

    ჰოდა მეტირები, ისე მეტირები,
    ლამის თვალებიდან ვიგრძნო ფოთოლცვენა,
    ვიცი, უსასრულო დარდი ვეღირები,
    ანდა სინანული თვითმკვლელ მომლოცველთა...

    სადღაც უჩვეულოდ კვნესის როიალი,
    გული აუჩუყდა მზეს და ჩაიძირა,
    გზებმა მოწყენილი ხალხი მოიარეს,
    ხალხი მოიარეს, თუმცა, რა იციან, -

    როგორ ფარფატებენ ცაში თოლიები,
    ჩემში უშენობა როგორ შემდნარიყო...
    ალბათ, მამა ღმერთსაც დავიყოლიებდი,
    წვიმა მოვიდოდა, შენ რომ ჩემთან იყო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

sofi16 (19)
: ) )
#2, 18.09.2012 - 15:06
gioK2 (26)
#1, 18.09.2012 - 14:09
 

User
offline sofi16 (19)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.