Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog

ჩემთან მოდი,

ჩემთან მოდი,
განა რამე, მოდი ისე,
სულ უბრალოდ, როგორც თუნდაც გუშინ,
მერე ჩემი გულის ცემა მოისმინე,
ან მაჯაზე დამითვალე პულსი.
მანამ, სანამ დამიდგენდე არითმიას,
ამომიშრე ამღვრეული მზერა,
რაც უშენო შეგრძნებები განმიცდია,
ყველა ერთად გადავდენე რემად...
ახლა თითქოს დროს თვალებით ვემტერები,
წვიმა უკრავს ჩემს ფანჯრებზე ლოდინს,
ღამე ქუჩას ძაღლებივით ეტანება,
რახანია გეძახი და მოდი
ტუჩზე შენი ცხელი სუნთქვა შემატოვე,
დღეს გიჟიც ვარ, ჭკვიანიც და შტერიც,
მერე თუ გსურს უმიზეზოდ მიმატოვე,
წასვლამდე კი ამიჩეჩე თმები.
იქნებ აღარც გაგიბრაზდე სულელურად
იქნება სულაც აღარ გაგებუტო,
მაგრამ ახლა მოდი, გინდაც უნებურად,
თუ გიყვარდე, უნდა ჩამეხუტო..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.