Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
landelia blog

"ქალი საბრალოა.........

""ქალი პატიოსანიც და პატიოსანიც და უპატიოსნოც,საბრალოა ,ღმერთმანი,სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა"

ეს სიტყვები გახლავთ ოტია იოსელიანის რომანიდან"ქალი გამოვიდა საღალატოდ" ვისაც ეს წიგნი წაგიკითხავთ ქალბატონებო უთუოდ მოგხვდებოდათ გულს,ღალატი ხომ ყველაზე მტკივნეული თემა ქალის ცხოვრებაში..მამაკაცებო,აი თქვენი კი ნამდვილად არ ვიცი..თუმცა ადამიანი იმედით ცოცხლობსო და მეც იმედს დავიტოვებ.."ჩვენსასაც გაიგებთ ოდესმე ჩვენებურად"

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ თქვენს გვერდით მყოფი ქალი აქციოდ ბედნიერად და აიყვანოთ მოწოდების სიმაღლეზე...

"ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც,საბრალოა,ღმერთმანი."

სრულებით ვეთანხმები ოტიას მაგრამ ერთი ფიქრი ამეკვიატა და არ მასვენებს რომელი უფრო საბრალოა?

ცოლი,შენი შვილების დედა,რომელიც გიყვარს, პატივს სცემ,მაგრამ მაინც ღალატობ თუ საყვარელი რომლისკენაც მუდამ ილტვი,სწირავ და შეურაწყობ ყველაზე წმინდას რაც გაგაჩნია ცოლს,შვილებს,ოჯახს?..

ცოლს ღალატობ საყვარლის გამო მიატოვებ მაგრამ უთუოდ მოგბეზრდება,შინ დაბრუნდები მზრუნველი ცოლი და მოსიყვარულე ოჯახი სჯობს,დაგავიწყდა მთავარი რომ ძველებურად აღარაფერი იქნება,დაბრუნებას ფასი აღარ აქვს..ერთგული ცოლი არც არავისთან გაიყოფს სარეცელს და არც შენ გაპატიებს ღალატს და თუ მაინც გაპატია,თუ სხვის დასანახად აიტანა და ჩაკლა გულში დამცირება და ღალატი ამ ორ გრძნობაზე წინ ის სიყვარულს ჩაიკლავს გულში და იქნება სხვის თვალში ბედნიერი და საკუთარ თავთან უბედური,ვერასდროს აპატიებს თავს რომ გაპატია...

ქალი პატიოსანი?საბრალოა ღმერთმანი საბრალო....

უპატიოსნო?ისიც საბრალოა!

უკვე მერამდენედ უნდა აცდუნოს რიგით მერამდენე?უკვე მერამდენე იმედმა ჩაუარა ფუჭად?

ყველა ქალი ხომ მეოცნებე და რომანტიკოსია?

უპატიოსო ქალიც ოცნებობს სიყვარულზე ქმარზე,ოჯახზე,შვილებზე...თუმცა ამას არასდროს აღიარებს,ქარაფშუტა და უდარდელას ნიღაბი მოურგია და ეთამაშება ცხოვრებას ის კი არადა არ ინდობს..აი,იმ კაცზეც რამდენი იფიქრა იცით?ოცნების სასახლეც აგო...თუმცა მერამდენედ ისევ დაუნგრიეს....სიყვარულის უფლება არ ჰქონით თურმე,ცუდი მოთამაშე აღმოჩნდა და ცხოვრებამაც გასწირა მარტოობისთვის...

საბრალოა ღმერთმანი საბრალო..

თუმცა დამეთანხმეთ ჯობია გერქვას ცოლი,იმედგაცრუებული უკან დაგიბრუნდეს,ყოველი ქალის გაცნობაში თუ ამოცნობაში შენს ერთადერთობაში დარწმუნებული...(ასეთ შემთხვევაში იმის სიამაყეს მაინც შემოვინახავთ რომ მე არ ვაპატიე თორემ ....)

და მაინც ძნელია ქალობა,იმდენად ძნელი რომ სჯობს ან სულ არ გაჩნდე ან ქალად არ გაჩნდე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 1

Write comment:

piradshi momwere ra
#2, 06.04.2016 - 00:33
bongomongo (26)
#1, 02.10.2012 - 12:15
 

User
offline
offline landelia (34)
სანტ ლუსია, Кастри



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.