Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sikrijia blog

წახვედი შენ



ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.

ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს?

დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,

მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.

შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,

მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე, ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.

მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი, მართლაც რამდენი ხანი გავიდა...

გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს, მე შეგუება ბედთან არ მინდა!

მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი, არც დამცინავი კედლის საათი;

"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"

ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;

წახვედი შენ და ღამის სიზმრები, მოგონებები დამრჩა სახსოვრად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline sikrijia (30)
საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.