Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nukridio blog

ქალი მინახავს ბევრი მაგრამ არა ასეთი

ქალი მინახავს ბევრი მაგრამ არა ასეთი

ერთი დანახვით გულს რომ გართმევს სილამაზეთი

თვალთა სინაზე დაგამშვიდებს აღგაფრთოვანებს

ელვად ქცეული ფიქრები კი გასაცოდავებს

ვფიქრობდი დიდხანს ბნელ ღამეებს შევჭიდებივარ

არეულ რითმებს დალევაშიც შევჯიბრებივარ

ნოტებს ვაწყობდი თუმცა წვიმა მინგრევდა ციხეს

ელვა მათრობდა სიყვარული მიწევდა სიცხეს

მაშინ მეგონა რომ იყავი ბედის რჩეული

რომანტიკოსთა სამყაროში გამორჩეული

ახლა კი ვფიქრობ შენში არის მიმობნეული

შოთას თამარი და ტაბიძის ბედსმორეული

ვფიქრობ და ვხვდები რომ მჭირდება ნიკალას ხედვა

ივლისის ცხელ დღეს მოდიოდეს რითმების სეტყვა

ლამპიონებმა შეასუსტეს ამ გულის ფეთქვა

სულ ამ ლექსშია რაც მინდოდა რომ შენთვის მეთქვა.

ნიკოლოზ ღვედაშვილი

29.07.2012წ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nukridio (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.