Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog

ვეძებ ბილიკებს გასაქცევად, მაგრამ სად არი..

ვეძებ ბილიკებს გასაქცევად, მაგრამ სად არი...
სევდიან გულზე ყველაფერი
შავად ტრიალებს,
კარგიც კარგია, მაგრამ ავი
კარგი რად არი?!.
დამღამებია უცხო ჭერქვეშ
მე გზაარეულს,
ვეძებ ბილიკებს გასაქცევად,
მაგრამ სად არი.
სიმწრის ფიალას წვეთ-წვეთად ვსვამ,
ვერ გამოვცალე,
ბნელი საწუთროს ლაბირინთი
ვერ გამოვთვალე...
გულში ლახვარი ბევრჯერ ჩამცეს,
არ მიტირია,
სულში ხელების ფათურისთვის
დამიჩივლია,
კარგი კაცობის სადღეგრძელოც
კი შემისვია,
თუმცა ბევრისთვის ავი საქმეც
კი შემინდვია.
მე თუ სითბო და სიყვარული
უკვე დავკარგე,
სიტკბო ნაღველში, დარიშხანში
თავად გავავლე.
დროა მაკმაროთ წუთისოფლის
ტანჯვა-ვარამი,
ვეძებ ბილიკებ გასაქცევად,
მაგრამ სად არი!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.