Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

რაღაც დაიწყო და არ დამთავრდა,
მას შემდეგ ბევრი რამე გადამხდა,
ხან მიხაროდა, ხანაც მტკიოდა,

ხანაც ვერ ვგრძნობდი თუ რა ხდებოდა.

ნელი ნაბიჯით წინ მივიწევდი,
მქონდა იმედი და მწვავე ნატვრა,
რომ მას ვიპოვი ვინც მე მჭირდება,
და გამინათებს ცხოვრების ზღაპარს!


ნელა მივიწევ, და არ ვიღლები,
მაგრამ რას ვიზამ არვინ არ მხვდება,
ნელ-ნელა იმედი გამითავდება,
მერე კი სრულად გამიქარვდება

გული მიკვდება და თან მეწვება
რაღაც ნატეხი ჩემში ცოცხლდება
რაღაც ძლიერი ნელა ყვავდება
და მიმაქანებს სადღაც ნათელში.

მეც ფრთებს გავიჩენ და გავფრინდები
მას გვერდით ნელა ამოვუდგები
ხელს მხარში ნაზად მოვუთათუნებ
და რაღაც სითბოს ჩემში აღვიდგენ.

ნელა იმედიც ჩემში ღვივდება
ნაზ ნიავს მქრთალად წინ მივუყვები
მალე ბინდდება და კვლავ დავეძებ
მაგრამ ჯერ კიდევ სადღაც არ მხვდება

თითქოს არ უნდა რომ დამინახოს
არ უნდა კვლავაც ისევ აქ იყოს
როგორც პირველად როცა შევეხე
როცა გაფრინდა და დამივიწყა.

ცრემლი მაწვება და სახეს მიწვავს
დაბლა ვეშვები ნაზი ღიმილით
ფეხით ვეხები და მას შევიგრძნობ
რაღაც მიზიდავს და მას მივყვები.

სვლას მოვუმატე, რაღაც მიძგერდა
თითქოს გული სულ აღარ მიცემდა.
წინ თეთრი სვეტი აღმართულიყო
სახე მთლიანათ გაყინულიყო.

ვუახლოვდები, უკან ვერ ვიხევ
ის მე მიზიდავ და თან მეძახის,
უნდა მივიდე და მოვეფერო
ჩემი ხელები მოვუთათუნო.

მასთან მივედი, უკვე ახლოს ვარ
ის კვალ კაშკაშებს და არ მიქვრება.
გული სხარტათ ცემს და არ ჩერდება
თითქოს არ უნდა, რომ მიმატოვოს.


კვდება გული და ჩემი ნაწილი
გულში ღრმად სუფევს ჩემი იმედი
რომელიც მასში ღრმად ზის იმედით
უნდა ამოძვრეს მაგრამ ვერ უძლებს.

სხივი თან ქრება, თან მიმაქანებს
სადღაც მივყევარ ჩემი განცდებით,
სხეულს აქ ვტოვებ, რომელიც წევს და
მიწას აცივებს თავის ალერსით

ცრემლი მომყვება, გული აღარ მაქვს
გული იქ დამრჩა სადაც დავტოვე
ჩემი ფიქრები ჩემი გრძნობები

ნუთუ ოდესღაც დამიბრუნდება?
ნუთუ ოდესმე ჩემთან იქნება?
მინდა გავწიო უკან დავბრუნდე
მაგრამ ძლიერი გრძნობა არ მიშვებს

მინდა შევეხო და თან წავიღო
ჩემი გული და ცემი იმედი
რომელიც ნაზად მიწას ეხება
და მას აცივებს, ნაზად ატირებს

მორჩა ასეა, ასე დასრულდა
გული დავკრგე და ვერ ვიბრუნებ
ვეღარ დავდივარ მაღლა მივფრინავ
თან მიმაქვს ცრემლი, ჩემი ნაღველი.
ნუთუ ოდესღაც დამიბრუნდება?
ნუთუ ოდესმე ჩემთან იქნება?


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (28)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.