Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

მე ის ქალი ვარ...

მე ის ქალი ვარ,
შენს მოლოდინში დღე რომ დაუღამდა
და ფიქრჩამდგარი თვალებით
წინკართან რომ ტოვებს სითბოს,
არ შემიცივდესო.
მე ის ქალი ვარ,
რომელმაც არასოდეს იცის
როდის მოხვალ
და უდრტვინველად იტანს ყველაზე დიდ სასჯელს:
მოლოდინს,
ან იქნებ არც...
გელოდება ფანჯრის ფერად მინებზე მიბჯენილი სველი თვალებით
(და როცა მოხვალ, თავჩაღუნული მუჭით ამოიმშრალებს, არ შემამჩნიოსო),
რადგან ფიქრობს, რომ ცრემლები შენი სასჯელია.
მე ის ქალი ვარ….
რომლისთვისაც გაჩერდა დრო,
/შენ ხომ არ გიყვარს, როცა დროს გითვლიან/,
და მხოლოდ ერთი სამყარო აქვს:
შენი….
მე ის ქალი ვარ,
რომელიც ყოველ დილით უფალს ავედრებს შენს სახელს
და შენი ტკივილების მისად ქცევას თხოვს,
/სათუთი სული აქვს, ტკივილი დაუმსხვრევსო/.
ჰო,
ის ქალი ვარ…ყოველდღე რომ წერს და შლის წერილებს შენთვის
და ხშირად გთხოვს პატიებას.
ეს ქალი ყოველთვის იყო შენში….
დაგვიანებული მგზავრივით ცხოვრების ბაქანზე მდგარს
შენ შეაშველე ხელი
და ამ ხელების სითბოს სათბურში ინახავს…
არ მიატოვო…გაიყინება.(
ნელიკო)

Tags:

 
Interesting
positive votes: 32  |  negative votes: 0

Write comment:

megr (33)
დაგვიანებული მგზავრივით ცხოვრების ბაქანზე მდგარს
შენ შეაშველე ხელი
და ამ ხელების სითბოს სათბურში ინახავს…
არ მიატოვო…გაიყინება
#4, 15.11.2012 - 20:52
:)
18.11.2012 - 16:37
bubuca (28)
შენ შეაშველე ხელი
და ამ ხელების სითბოს სათბურში ინახავს…
არ მიატოვო…გაიყინება
#3, 15.11.2012 - 16:43
:*:*
15.11.2012 - 16:48
მე ის ქალი ვარ
რომლისთვისაც გაჩერდა დრო...
#2, 14.11.2012 - 21:44
:*:*
14.11.2012 - 22:50
და უდრტვინველად იტანს ყველაზე დიდ სასჯელს:
მოლოდინს
#1, 14.11.2012 - 18:52
მე ის ქალი ვარ,
რომელიც ყოველ დილით უფალს ავედრებს შენს სახელს
14.11.2012 - 20:45
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.