Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

შეგრძნება*

თითები ეხება, კანკალი მეწყებ,
შეგრძნება მეგემა მრავალფერ გემებად.
ჩერდება წამები უკუნით შეხებად,
ის უფრო სწრაფია რაც უფრო ჩერდება...

ჰაერში ლივლივებს ფანტელთა ბაფთები
მოდიან, დროს ქმნიან წამებით წამები.
უკუნით სივრცეში რა დროა, - რას ხვდები,
წამები შენია შექმნილი წვალებით.

ქარები კივიან, ქარები მიდიან,
იქმნება მუსიკა - ქართა იდილია.
ჩნდებიან ათასნი ისინიც ქრებიან,
სივრცე დაუსრული უკუნის შვილია.

სადღაც იცინიან, სადღაცა ტირიან,
სადღაცა კვდებიან, სადღაცა ლხინია.
მაგრამ დედამიწა გატყორცნილ სივრცეში
ყოვლად უნგეშო მცირე წერტილია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (29)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.