Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vassss blog

თუ გინდათ მირჩიეთ - ღირს ამ ლექსის მიწერა? :) :)

დიალოგი მეორე მე-სთან
(ცოტათი იუმორესკა :) )


-არ ეშვები ხომ, ლექსების წერას?
პოეტობა მომინდომა ბიჭმა..
მომიყევი აბა ჩვენს თავს რა ხდება
აგაბორგა გრძნობებმა და ნიჭმა?

-რა გაცინებს? მე სულ არ მეცინება,
მონატრებამ ამირია გზები,
შენ ეს მგონი საერთოდ არ გადარდებს,
მიყურებ და თან სიცილით კვდები..

-ეგ მეც ვიცი - სიყვარული გვწვევია,
მერე რატომ ვიშვიშებ და ტირი?
მაგისათვის ჩამოყარე ყურები?
მაგისათვის ჩამოუშვი ცხვირი?

-აბა რა ვქნა, ისე შორ-შორს დაფრინავს...
ისე მკაცრად დაიჭირა თავი,
კი ვიცოდი, ერთად როდის გინახავს?
არც არასდროს - ბულბული და ყვავი.

-ვერ გავიგე რა გჭირს, რა გემართება?
გიპოვია ოცნება და ჩივი?
უოცნებოდ სულელები კვდებიან,
უოცნებოდ ს ი ც ო ც ხ ლ ე ა ცივი.

-კი ვიპოვე, მაგრამ პოვნა რას შველის?
ან რად მინდა ბოლოს თუ არ ახდა?
რა უღმერთოდ მენატრება არ იცი...
უმისობით ხასიათი წახდა.

-ოცნებები ვაი-ვიშით არ ხდება.
სიყვარულს კი სამსახური უნდა.
თორემ ბოლოს შეაჭკნები იმედებს,
შეადნები, როგორც თოვლის გუნდა...

-არ მინდა, რომ უფრო მეტად დამშორდეს,
არ მინდა რომ უფრო მეტად დაფრთხეს..
არ მინდა, რომ საბოლოოდ გაფრინდეს
მისი ნახვა სანატრელი გახდეს.

თორემ ერთხელ სადმე მოვიხელთებდი,
გავუძლებდი იმის თვალთა მზერას,
გიტარაზე მოვძებნიდი ”დო-მინორს”
დავფარავდი ჩემი გულის ძგერას.

და ვეტყოდი - იცი, მე შენ მიყვარხარ ,
შენ ხარ ჩემი ოცნებების წყარო,
შენ ხარ ჩემი დიდი დარდის მიზეზი,
და ვეღარ ვძლებ ეს, რომ დაგიმალო

შენ ხარ ჩემთვის წლის პირველი ფანტელი,
სიყვარულის ახსნამდე, რომ ქრება,
სიყვარულის ახსნამდე, რომ გაგირბის,
მერე დიდხანს, დიიდხანს იკარგება...

შენ ხარ ჩემთვის გაზაფხულის სიგიჟე,
და კვირტების აფეთქება მარტში,
დაგიკრეფდი ლურჯთვალება ენძელებს,
ჩაგიწნავდი ოქროფერილ თმაში.

მერე ერთად ვეწვეოდით მკათათვეს,
შევიგრძნობდით დამწიფებულ ყანებს,
ზვინის ჩრდილში მოგიძღვნიდი ”ლა-მინორს”
სიყვარულზე გიმღერებდი რამეს..

ღვინობისთვეს დავთვრებოდით კახეთში,
თავს ვიგრძნობდი სიყვარულის ღმერთად,
მერე სადმე ალაზნისპირს, კოცონთან
ფოთოლთცვენას დავხატავდით ერთად..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . .

ეეეჰ, ვეტყოდი კიდევ რამდენს იციი?..
დამათრობდა იმ თვალების ცქერა
მაგრამ ისე გულმოდგინედ გამირბის,
ვერ ვიპოვე, ვერ მოვძებნე ჯერაც...

რომც წავაწყდე ალბათ არც კი მომისმენს,
ალბათ მკაცრად მომანათებს თვალებს..
მერე უფრო შორს, შოორს გამიფრინდება,
მისახსოვრებს სევდასა და ნაღველს...


-და რა იცი, იქნებ მართლაც ირწმუნოს,
უმისობა ასე, რომ გადარდებს,
ან მერე რა ? - თუ ეგრე არ იქნება
შორს დადისო - სასჯელს მეტს რას დაგდებს?

სჯობს მიენდო რასაც მე გიკარნახებ,
ნუ გერევა ნაღველი და დარდი,
იმედი ხომ სულ, სუულ ბოლოს კვდება და
ან რად გინდა უეკლებო ვარდი?

ხოდა სანამ დეკემბერი მოსულა,
სანამ იმედს ზამთრის სუსხმა სძლია,
გაჰყევი მის ნაკვალევს და უთხარი”
”მე უშენოდ აღარ შემიძლია..”

გიხაროდეს გრძნობა გულს, რომ გიფეთქებს,
ამ რძნობას რომ სიყვარული ჰქვია,
მე შენ ტყუილს არასოდეს არ გეტყვი,
მე ხომ შენი მეორე მე მქვია...


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

ninia999 (36)
ara!!!
#1, 19.11.2012 - 22:16
egeti sashinelebaa?? :-[ =-O :D
20.11.2012 - 09:10
 

User
offline
offline vassss (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.