Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
რწმენას სასწაულების მოხდენა შეუძლია.… ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, შესაძლებელია ღვთის მიერ.… დანაშაულის ჩაუდენლობა უცოდველობას არ ნიშნავს. სასიკვდილო ცოდვა მარტო კაცის კვლა, ქურდობა და მრუშობა არ არის.… ყველა ცოდვა სასიკვდილოა, რომელიც უფალს დაგვაკარგვინებს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ცოდვით მოვხვდებით იქ, სადაც ღმერთი არ არის.… რა თქმა უნდა, საქმით ჩადენილი ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე სიტყვით,… სიტყვით ჩადენილი კი უფრო მძიმე, ვიდრე გულისხმისყოფით… მაგრამ, ცოდვა ვითარდება. თუ ადამიანი გულისხმისყოფაში არ ებრძვის ცოდვას, ის აუცილებლად გამოვლინდება სიტყვაში… და თუ სიტყვაში არ ებრძვის, აუცილებლად გამოვლინდება საქმეში,… ცოდვის შედეგი კი სიკვდილია, არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერიც. სულიერად მკვდარი ადამიანი კი ღმერთს კარგავს, სიცოცხლის არსს კარგავს.… ადამიანს ოდნავი სიღრმე თუ მაინც გააჩნია, ფიზიკურმა სიკვდილმაც უნდა დააფიქროს და ძიება დაიწყოს.… ძიება, რომელიც საბოლოოდ ღმერთის აღიარებამდე მიიყვანს… და თუ სინდისის თანახმადაც იფიქრებს და იცხოვრებს, ჭეშმარიტებასაც აუცილებლად მისწვდება… უღმერთოდ, ადამიანი მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებაა. სავალალოა მისი ცხოვრება, რადგან იგი სიცოცხლეშივე მკვდარია… სიცარიელეა… ჩვენს გულში ზღვა უფსკრულია და ეს უფსკრული მხოლოდ ღმერთმა შეიძლება ამოავსოს. უამისოდ, ადამიანი საკუთარი თავის გარეთ ცხოვრებს, რადგან მის შიგნით სიცარიელეა,… უაზროდ მიყვება ცხოვრების დინებას,… სინდისიც არაფერზე ქენჯნის, რადგან საკუთარ ბუნებას არ უწევს წინააღმდეგობას, დაცემული ბუნების შესაბამისი ცხოვრებით ცხოვრობს,… ფიზიოლოგიის ტყვეობაში მოქცეული ადამიანური პიროვნება ვერასოდეს იპოვის ბედნიერებას. ისე წავა ამ ქვეყნიდან, ვითომ არც უცხოვრია. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, ასეთ სიცოცხლეს. ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვინც სიცოცხლის არსს ჩასწვდება, საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის.… ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი გარემომცველი სამყაროს მადლს იტევს, სიცოცხლის სილამაზეს იტევს, სხვებსაც მადლით ავსებს.… გონიერია ასეთი ადამიანი,… იგი ცხოვრებას არ ზომავს დღეების ხანგრძლივობით.თითოეული დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით.… ცა მიწიდან იწყება.… ღმერთმა დაგლოცოთ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.