Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა დაემალო! ღმერთი იქნება შენს გვერდით...

...დამიჯერე! ღმერთი არ დაგტოვებს და მოერევი იმ მეორეს...სულს რომ გინგრევს! ვიცი, რომ მოერევი...საკუთარ თავს არასოდეს შეხედო სხვების თვალით. ეს იქნება ერთი დათმობა. გამოიგონე სულში ლამაზი ადგილი და როცა გაგიჭირდება იქ წადი! იქ სატანა ვერ შემოგყვება და აკეთე სიკეთე! ეს უებარი წამალია სულის გადასარჩენად, თორემ პატარაც რომ და

უთმო, მოგერევა და მონად გაგიხდის. ჩემო კეთილო ადამიანო...არ შეგაშინოს ადამიანებისაგან მოწებებულმა იარლიყებმაც,რადგან ადამიანები რასაც ვერ ხსნიან თავისთვის გასაგებ სახელს არქმევენ ყოველთვის...ღალატი ყოველ ნაბიჯზე გექნება ჩასაფრებული...სატანა სიზმრებშიც შეიძლება შემოვიდეს...მაგრამ კიდევ გეუბნები არ შეგეშინდეს! სანამ ღმერთს არ მიატოვებ, არაფერი მოგივა. გაუშვი გიღალატონ...თუნდაც ქვა გესროლონ! ბრბოს უჭირს გაგება ვინა ხარ! იცი, მივეჩიე ამ ყველაფერს. მთელი ცხოვრება ეცადა სხვებისთვის დავემსგავსებინე,მაგრამ მე დღეს მე ვარ...ბრძოლის ველი...სადაც ყველანაირად იბრძვის "ის" რომელსაც ჩემი ფიზიკური განადგურება შეუძლია,მაგრამ გადაგვარება არა!..თუ ჩემი ნუგეში გამოგადგება...მიიღე ისიც...მიიღე და ყველა ჩემს დაწერილში ბევრი რამის პასუხს იპოვნი.შენგან განსხვავებით, პასუხები აქვე ვიპოვნე. ყველაფრის პასუხი და დავწყნარდი, რადგან ღმერთს ყველა სახელის დასარქმევად მოვყევართ...მიღალატაო! შენ ქრისტეზე უკეთესი რითა ხარ? მასაც უღალატა მეგობარმა...ოცდაათ ვერცხლზე გაყიდა მისი სიცოცხლე იუდამ...განა მისი ფასი ის ვერცხლი იყო?! არც შენ ხარ პირველი და არც უკანასკნელი. ვერ გაექცევი მას. ამიტომ რაც გირჩიე ისე მოიქეცი...ნუ კითხულობ, ბრბო რას დაარქმევს შენს მოქმედებას, მთავარია შენ შესძლო სარკეში სულისთვის თვალის გასწორება...ნუ გეშინია, ჩემო მეგობარო, ვიცი, რომ მოერევი და გაიმარჯვებ! ლამაზ სახელს დაირქმევ! და ეს სახელი ადამიანია!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.