Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

'.'.'.'.',;,;;,;,;

შენს თვალებს ვიგონებ სიზმრებად,
შენს ტუჩებს ვიგონებ შეხებით,
და ამ მონატრებას ძაან გთხოოვ,
ნუ თელავ ლამაზი ფეხებით.
მე შენში ვიპოვე რაღაცა საჩემო,
შენ თმების ფერებით გავერთე ბავშვივით,
მერე კი ისევე ეს შენი ღრუბლები,
რომ მემუქრებიან ყველაფრის გათიშვით.
გთხოვ, ნუ ამიკრძალავ,რომ ესე მიყვარდე,
გთხოვ,ნუ ამიკრძალავ,ლექსების დაწერას,
უბრალოდ მიმიხვდი,უბრალოდ გაუგე,
გრძნობების გადაშლის ჩემეულ მანერას.
მერე რა თუ შენში ვერ ნახა ფესვები,
მერე რა თუ ყლორტებს ვერ ისხამს თესლები,
მე მაინც მოგიძღვნი ამ გულის ალერსს და
კვლავ გეტყვი ამ ლექსებს მე ვეღარ ვეშვები.
ამ ამბავს ეკუთვნის ყველა ეს სტროფები,
შენგან მიტოვებულს მე ესღა მახარებს,
რომ მუზით შეპყრობილ ყველა ამ ოცნებას,
ეს ლექსი შენს თავს რომ სიყვარულს ადარებს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (30)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.