Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Medalioni blog

ლექსი ქართველ ემიგრანტებზე

სიმართლის ფასს ვერა გასტეხს,
ასეთია კაცის ბედი,
ჩემი ქვეყნის ჯერ სადარი
ვერ მოვძებნე სადმე ხედი.
ვერ ვიგრძენი ის ჰაერი,
სიოდ რომ ქრის ჩვენთან მთაში,
ვერც ვარსკვლავებს შევწვდი ხელით,
როგორც ჩვენთან სოფლის ცაში.
ვერც ის მრავალჟამიერი,
ქართველებს რომ გვაქცევს ერთად,
ისე როგორც სამშობლოში,
ვერ ვიგრძენი ეს მე ვერსად!!!
ჩემს წინაპარს ჩემთვის მიწა,
სისხლით დაუბარებია,
სიშორეში უფრო მივხვდი,
თურმე როგორ მყვარებია,
მიჭირს სხვის მიწაზე ყოფნა,
სხვა ენაზე ლექსის სმენა,
მე ფრთებს მიშლის ჩემი ტკბილი,
საყვარელი დედა ენა!!!
ასეთია ჩემი გრძნობა,
ასეთია ჩემი ფიქრი,
ჩემი გული და გონება,
მუდამ სამშობლოში მიქრის.
სხვის ქვეყანას თუკი ვსტუმრობ,
არ გეგონოთ დამრჩენი ვარ,
აქ ვფასდები მხოლოდ იმით,
თუ როგორი ქართველი ვარ!
ლექსს კი კითხვით დავამთავრებ,
გულს რომელი არ ეთმობა,
სამშობლოში ცხოვრება თუ?
სამშობლოსთვის ქართველობა?

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline Medalioni (31)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.