Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Medalioni blog

კაცობრიობის ცოდვა

კაცობრიობას შიში მორევია,
კაცობრიობის შიში მორევია,
მორევი ძალზედ, ძალზედ ჩამთრევია,
კაცობრიობავ.... რაღაცა აგრევია!
შური, სიბოროტე... ფიქრში ჩართულია,
სიცოცხლის წამზომი კი ყველასთვის ჩართულია,
როცა სიყვარული ნებადართულია,
ვიღაცა ამ დროს.... ომით გართულია.
მტრის შვილებს ვაობლებთ და მათაც მტრად ვიხდით,
ომის საფასურს ვერ გადავიხდით,
უსიყვარულო ძეგლები დაგვიდგით,
სადაც სიყვარულით ფეხი ავიდგით.
კაცობრიობავ... ზიზღმა დაგძლია,
კეთილმა ბოროტს ჯერ ვარ დასძლია,
მშვიდობის ქუჩაზე ტყვიების ხმაურია,
დედამიწაზე..... აურზაურია!!!
კაცობრიობავ!..... უნდა დაფიქრდე,
ერთ ლამაზ დილას რომ არ გაფითრდე,
მშვიდობის გარეშე ვერ ავშენდებით,
ზიზღით და ომით..... გადავშენდებით.
ღმერთის სახელით ხდება ომები,
ამ დროს კი არავინ არ ფიქრობს რწმენაზე,
მე კი მინდა რომ ყველა ერისთვის,
ვთარგმნო ეს ლექსი ყველა ენაზე:
მშიერი ხალხი, მშიერი ბავშვები,
ვიღაცას სადღაც შიმშილი ტანჯავს,
იმის მაგივრად რომ მშიერნი აპურონ,
ვიღაცა ამ ფულს ტყვიებში ხარჯავს!!!!
ვიღაცა ომით იზრდება..... მდიდრდება,
განდიდებულა და ღმერთად ქცეულა,
ვიღაც კი ამ დროს სუსხიან ქუჩაში,
უსულო სხეულად.... გადაქცეულა!
კაცობრიობავ..... უნდა გრცხვენოდეს,
რადგან ცოდვები ჩრდილივით დაგსდევს,
ამაზე ფიქრებში ცრემლები ჩამომდის,
უკვდავნი ხომ არ ვართ.... ხალხნო რა მოგდით!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

Medalioni (31)
კაცობრიობავ..... უნდა გრცხვენოდეს,
რადგან ცოდვები ჩრდილივით დაგსდევს,
ამაზე ფიქრებში ცრემლები ჩამომდის,
უკვდავნი ხომ არ ვართ.... ხალხნო რა მოგდით!
#3, 24.11.2012 - 14:43
Medalioni (31)
როცა სიყვარული ნებადართულია,
ვიღაცა ამ დროს ... ომით გართულია.
#2, 24.11.2012 - 13:54
Medalioni (31)
ნამდვილად ...
#1, 24.11.2012 - 13:53
 

User
offline
offline Medalioni (31)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.