Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

შავი კატის საძი(ნ)ებელი ოთახი

მე ვარ ოთახში,
საწოლზე ვწევარ.
ოთახში ბნელი უკუნი
სუფევს.
ძილში გადამყვან ფიქრთა გემბანზე
ვდგავარ და ჰორიზონტზე, ამომავალ
სიზმარს მოველი.
მე ვარ ოთახში, როგორც სიზმარი,
ან როგორც ფიქრი - ოთახის.
ეს ოთახია ჩემში, როგორც ფიქრი.
ვიცი, რომ ვწევარ გულის მხარეზე,
მაგრამ არ ვიცი (უფრო არ მახსოვს)
რომელ კედელთან,
სად არის კარი
ან სად ფანჯარა - ბნელა ოთახში.
ვარ დაკარგული.
ოთახში ისე მოვიაზრები,
როგორც ჰაერი,
როგორც სიზმარი,
რომლითაც ოთახი
სუნთქავს, რომელსაც ხედავს.
მე კი, არ მახსოვს
სად არის კარი,
რომელიც ჩემთან,
საკუთარ თავთან
მიმიყვანს და აღმომაჩენს
ზღვაში დაკარგულს.

ამოუხსნელი კითხვა:
ამ სამყაროში არსებობს ღმერთი,
თუ ეს სამყარო არსებობს ღმერთში?
ის იყურება თავის სარკეში
და თავის გარდა ყველაფერს ხედავს:
მე, შენ, მას, ოთახს,
ოთახში ნივთებს,
უამრავ ნივთებს,
მანქანებს, ფიქრებს,
გრიგალს თუ სიზმარს,
ხედავს ყველაფერს,
რაც მისით იშვა,
ან
მასში იშვა,
საკუთარი თავის გარდა.
და ამ ოთახშიც კიდია სარკე,
რაშიც, ხანდახან ვერაფერს ვხედავ,
გარდა ღმერთისა.
მე ვხედავ სიზმრებს
თვალგახელილი,
მაგრამ, ხანდახან ვკარგავ იმ ოთახს,
სადაც ვიძინებ,
როგორც სამყაროს,
ან როგორც სივრცეს
და ამ სივრცეში, მე ვკარგავ
ღმერთსაც,
თუმცა დროებით,
ვიდრე სიზმარში ჩავიხედები,
როგორც სარკეში,
სადაც პირისპირ ვდგავართ და ვხედავთ
ერთიმეორეს: მე და უფალი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.