Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

მე სხვანაირად არ შემიძლია...

მე მოვინდომე,
წარსულის ნახვა...
არადა, უკან რა უკუნია...
მე მიხარია - სიცოცხლე ახლა...
რადგან ეს, ტრფობის საუკუნეა...

ცხოვრებას,
შენი მზერით ვუყურებ...
ფიქრები,
დღეებს, როგორ იცვლიან...
მე შევიყვარე ეს საუკუნე,
მე სხვანაირად არ შემიძლია...

და მაინც,
სადღაც მიდის დღეები...
სიყვარულს ისევ ვუდგები ფეხზე...
ქუჩაში,
ისევ მხვდება ხეები...
მე კი, უბრალოდ, უშენოდ ვერ ვძლებ...

ქუჩაში,
ახლა ღამეა მხოლოდ...
გულში ოცნებებს,
ფიქრებად ვაწყობ...
საუკუნეა,
უშენოდ ვბრძოლობ...
არ ვეპუები უცნობს და ნაცნობს...

სიცოცხლე,
ღმერთს და ლოცვას მივანდე...
წავიდა ის დრო,
როცა ვმორცხვობდი...
ვიცი შორსაა ახლა, შენამდე...
როდესაც, მხოლოდ შენით ვცოცხლობდი...

თუ მოვინდომე,
მე მოვალ – თოვლად...
გაჩუქებ ფიქრებს,
სულის მარცვალებს...
ოღონდაც ისევ,
არ ვიყო ობლად
და უშენობა ნუ გამაწვალებს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (30)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.