Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
zgarbunia22 blog

მენატრები :(

საოცარი შეგრძნებაა როცა მიდიხარ თოვლში და ნაკვალევს სტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამ გზაზე გამოივლის და გრძნობ რომ სამყაროს სჭირდები.. ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები და უყურებ, ხედავ როგორ ფარავს ფიფქები შენს ნაკვალევს, ის ქრება და უკან მობრუნებულს სხვისი ნაკვალევი გხვდება, თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე, თვიდან უნდა გაიარო ის გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო...
ასეა ურთიერთობებშიც...
არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და გრძნობ რომ შეგიძლია რაღაც შეცვალო შენი არსებობით მანამ სანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი,შენი ნაკვალევი... მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან როგორც პატარა ფანტელები ქრებიან შენი წამწამებიდან, გიკვირს და გტკივა რომ ასე მალე დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ აღარაფერიი ახსენებს შენს თვს არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით და არც ის ქუჩები ერთად რომ დახეტიალობდით, არც უსაზღვროდ დიდი ცა... :( არადა რა უხვად გაეცი ყოველი წუთი და წამი შენი არსებობისა, სულისა და ახლა ხვდები რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ.. ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი მაგრამ მაინც არ ნანობ... მხოლოდ ტკივილი.... კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა.... :(
მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი და შვისვენე შენს წამწამებზე, ვთხოვ მაპატიოს ეს სისუსტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ და მალე გავქრები, სულ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობაც ... და უფრო მეტიც............

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline
offline zgarbunia22 (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.