Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NiIiNikOo blog

მიყვარს

–რატომ ხარ სულ სევდიანი?არაფერი გახარებს,რატომ არ გავხარ სხვებს?

–ალბათ იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისებურია,ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს სამყაროს...

–ხო მაგრამ,შენ ისეთი სხვანაირი ხარ,შენს თვალებში მუდამ სევდას ვხედავ..

–შეიძლება..

–გიყვარებია?

–კი მთელი გრძნობით..

–და შენ ფიქრობ ნამდვილი იყო შენი გრძნობა?

–ნამდვილი?ამ ქვეყანაზე ნამდვილი არაფერია,ირგვლივ ყველგან ტკივილი და სიყალბეა..

–გული რატომ გატკინეს?

–არა მე გული არ მატკინეს,უბრალოდ ცხოვრება,უგულოდ ცხოვრება მასწავლეს...

–ცრუობ..შენ გული გტკივა..ამიტომ ამბობ ასე..

–შეიძლება..

–გენატრება?

–არა

–და თუ გიყვარდა?

–ის ყოველთვის ჩემშია ,ჩემს სულში სახლობს,მე მისით ვცოცხლობ..არ მაძლევს გონება მისი მონატრების საშუალებას ის მუდამ ჩემთანაა..

–მისით?ეგ როგორ?

–მე ვხედავ მას სხვასთან და წარმოვიდგენ როგორი ბედნიერი ვიქნებოდიი იმ სხვის ადგილას..

–რაღაც ვერ გავიგე..

–მანაც ვერ გამიგო და ამიტომ წავიდა...

–და რომ დაბრუნდეს?

–აღარ მივიღებ..

–შენ ხომ გიყვარს?

–მე უმისოდ, მასთან ცხოვრება ვისწავლე...

–როგორ ფიქრობ მასაც ტკივა?

–არა ის უჩემოდ ბედნიერია,სხვა თავისნაირთან...

–მასთან ბედნიერი იყავი?

–მე მხოლოდ მასთან ვცოცხლობდი,ახლა უბრალოდ ვარსებობ...






Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.