Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
სევდა,ტკივილი მუდამ იქნება,
მაგრამ იქნება სიცილიც,ლხენაც,
ოღონდ ნურასდროს დაგავიწყდება,
რომ მთავარია,გაგაჩნდეს რწმენა;

უსამართლობა თავს არ გვავიწყებს,
მაგრამ დავჯაბნით ბოროტს სიკეთით,
ოღონდ არასდროს არ დაგავიწყდეს,
რომ მთავარია,გქონდეს იმედი;

შურს ნურასოდეს გაეკარები,
არ მოგანიჭებს მტრობა სიხარულს.
მხოლოდ ამას გთხოვ,გემუდარები,
ფართოდ გაუღე გული სიყვარულს;

და ნუ გაიხდი ნურაფერს კვეხნად,
რადგან ყველაფერს აქვს დასასრული.
მხოლოდ სამია მთავარი ქვეყნად-
რწმენა,იმედი და სიყვარული;

რწმენას სიკვდილიც ვეღარ გასტეხავს,
იმედს ბორკილიც ვერ მოერევა
და სიყვარულით სავსე არსებას
ძალა არასდროს გამოელევა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.