Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
12:33

არ გჯერა?_ ღამემ გამოიბა ლურჯი ყვავილი!
გამოდი გარეთ!.....
მართალი ხარ,ახლა ქარია,
მაგრამ ოთახში არ ბინადრობს ღამის ფრინველი,
ვერც სარკეები შეედრება გუბეს მთვარიანს,
გამოდი გარეთ!.....
მე ჯადოსნურ ფლეიტას ვუკრავ
და ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს
ბილიკზე ვაფენ.
ნუ გეშინია,
მეც მიშლიან ასე ხეტიალს,
თუ წამომასწრეს,მეც მომჭრიან ძირში ნაწნავებს,
ჩამომართმევენ ფრთების გაშლის თავისუფლებას,
მეც ჩამკეტავენ.....
გამოდი გარეთ!
თბილ ლოგინში ვერ იგრძნობ ნიავს,
ხეებს რომ ერჩის და ფოთლებს რომ უფორიაქებს,
სახურავი კი არ მოუშვებს შენამდე წვიმას_
შეშლილ მუსიკოსს,
და ვერც ლამპა აგინთებს მთვარეს.
არ გჯერა?_ჩრდილებს მოუნდათ და ფეხი აიდგეს,
დავლურს უვლიან ,სულ აიკლეს არე და მარე!
გამოდი, თორემ დაიწყება ფერიცვალება,
გათენდება და.......
სანამ დროა,
გამოდი გარეთ!.......


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.