Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
ვიღაცა ითვლის შენს დღეებს ჩუმად

და ანაწილებს მათზე იმედებს.

ვიღაცა ფიქრობს შენს ბედზე ჩუმად

და გაღვიძებულ გრძნობებს ინედლებს.

ვიღაცის ტკივილს სჭირდება შენი

ღიმილი, მზე და თვალების ფერი,

ალერსის ზღვა და თმის მწიფე ჩქერი,

ვიღაცა მართლა და პირველად მღერის.

ვიღაცის ზრუნვა უჩინრად დაგსდევს.

ვიღაც ოცნებობს შენზე კაცივით

და მერე ბოდავს უძილო ღამით

შენი და მისი ყველა ნაბიჯი.

არ შეიწყვიტო დღეების ფეთქვა!..

ცა არ დაორთქლო ცრემლების ფერით!

ვიღაცა უღიმის ყველაფერს ქვეყნად.

ვიღაცა მართლა და პირველად მღერის.....


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.