Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog

მოლოდინი

ყინულით შეიმოსა მოლოდინი, სიჩუმე გაურბის დარდს. გამოძერწილი დედამიწა დაღონებილი დგას. წამები წუთებს ისევ მისდევენ, ცარიელ სივრცეს გავს, გაფითრებული საუკუნე დრამაში იკლავს თავს. გარეთ თოვლია გაუკვალავი, ოცნებას უბნევს გზას, ერთი უცნობი მნათობს დაეძებს გამოპარვია ქარს. მე ის თრთოლვა ვარ შენ რომ გეწვია , რომ დაგამსგავსა ქალს. შენ რომ მაჩუქე ის უფლება მაქ, ფიქრი ოცნებას კლავს. რაც იყო ადრე გააქრო ჟამმა, ბედნიერებას გაუღებ კარს, შენს გაღიმებას მე დავარქმევდი გასხივოსნებულ ზაბხულის ცას. შენი სურვილი თვს იკლავს ჩემში, შენი საკინძე მიბრმავებს თვალს, შენში გაზაფხულს ქორწილი ქონდა და ყვავილობით გიმშვენებს თმას. ვიცი გტკიოდა, ვიცი გციოდა, ვიცი ებრძოდი საკუთარ ხმას. როგორ მომენატრა შენი დამშვიდება ახალშობილის ძახილს რომ ჰგავს. მზისხივი დაათბობს გამყინვარებას, და ჩემი გული იპოვის ხსნას, მე ისე მიყვარს შენი სიყვარული ზეცაში ჩამოკრავს ჯადოსნურ ზარს

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

babuna (36)
შენს გაღიმებას მე დავარქმევდი გასხივოსნებულ ზაბხულის ცას
#1, 25.11.2012 - 13:36
მე ისე მიყვარს შენი სიყვარული ზეცაში ჩამოკრავს ჯადოსნურ ზარს
25.11.2012 - 13:41
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.