Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog

როცა გეძახი

როცა გეძახი,როცა მინდიხარ,როცა გენდობი და როცა გელი,ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ და გამოწვდილი მირჩება ხელი...როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,ვიღაცას სწორედ მაშინ მოჰყავხარ და ჩემი წილი ალერსით ათრობ...როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები...როცა ვივსები,როცა ვარ შენი,როცა გნებდები,როცა მინდიხარ,როცა ვიჯერებ ჩვენს ერთად ყოფნას ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.