Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
zgarbunia22 blog

მინდა ზაფხული... :(

მხიარული და ბედნიერი ზაფხულის შემდეგ სევდიანი შემოდგომა მოვიდა... წვიმს და ფოთლები ისე ცვივა ნაგლეჯ-ნაგლეჯ როგორც ჩემი გრძნობები და ემოციები... ბედნიერება ხანმოკლეაო ნათქვამია....
უკვე გათოვდა... ცივი და სუსხიანი ზამთარი გვიახლოვდება, სეზონი როცა დავიბადე და რომლის მოსვლაც, წესით უნდა მიხაროდეს, სიახლის მოლოდინში, მაგრამ მე ზაფხული მირჩევნია... არ მიყვარს სიცივე და ცივი ადამიანები... უნდა მიხაროდეს რომ ყოველ ზამთარს ჯერ ჯერობით ჩემში თითო უჯრედი იმატებს, თუმცა.....
იმ ხეს შეხედე... კვირტი გამოსვლია და უფრთხილდება პირმშოს, ქარისგან იცავს , უფრთხილდება როგორც დედა დაიცავდა შვილს საფრთხისგან....
გაზაფხული შემოსულა ლენ ! მაგრამ...
ამბობენ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო....
მთვარია გულში იყოს გაზაფხული და მერე ზამთარსაც ზაფხულად აღიქვამ.... ისევ მზე ისევ ზღვა და ოცნება.... თუმცა სხვა შეგრძნებით, მზის სხივებიც განსხვავებულად გელამუნებიან... სუნთქვა გიჭირს, თითქოს რაღაც გაკლია.....
რაღაც თუ ვიღაც? ! ვისთვისაც იგრძნობ რომ შენი სუნთქვა მნიშვნელოვანია....
ისევ ზაფხული ........................

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline zgarbunia22 (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.