Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

შენთან ვიქნები

დუმილი... ღამემ ცას ღრუბლები გადააფარა.
თუხთუხებს ბნელში ეს სამყარო ცერისოდენი.
დაჭიმულია გული ჩემი, როგორც ზამბარა
და აპობს სევდა უსასრულოდ შენი ლოდინის...

აფეთქებულან სისხლში ლაშქრად ნდომის ნაღმები,
ადნება სხეულს, ჟინმორეულს, ქერქი ვნებებად,
სიშორით ნანატრს ტანზე ცეცხლად შემოგალღვები
და შენ მოგიწევს ჩემთან ყოფნა და დანებება...

ხელები ჩემი ხაოებით ნაზით და ბასრით
ატეხავს შენი ხორბლისფერი კანის ფიორებს,
აგანთებ კოცნის მილიონი ცხელი ნაფაზით,
და შენც იგივეს ზედმიწევნით გაიმეორებ...

და აყოლილნი ზვირთებს მღვრიეს შმაგი ლტოლვისა,
როცა გადავხსნით ყველა შეკრულ საკინძეს და ღილს
თავად გავხდებით დროისა და სივრცის პატრონი
და ქარიშხალი ერთნაირად ორივეს დაგვღლის...

დაგვღლის სიამის მარადისი, ვრცელი ბურანი,
დავრჩებით ასე, ახვეულნი უსურვაზებად...
მომხდარს ვერ შეცვლის ვერც ბიბლია, ვეღაც ყურანი,
და არ ექნება აზრი რამის გადააზრებას...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

cisiaa (28)
...
dzalian magaria
#3, 30.11.2012 - 20:51
david23 (30)
#2, 25.11.2012 - 23:14
mariami44 (23)
#1, 25.11.2012 - 23:11
 

User
offline
offline david23 (30)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.