Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

ზღვის ნაპირზე

წამოდი, დავსხდეთ ზღვის ნაპირზე და ვუყუროთ ეხლა,
როგორ ეშვება ჩვენი მზეც ზღვაში იმ მზესთან ერთად,
ვუყუროთ ზეცას, ძლივს რომ ელევა ჩამავალ სხივებს,
როგორ წითლდება ზღვა მზის ლოდინში და მზისფერს იღებს.

ვუყუროთ ტალღებს, მლაშე სურნელი რომ მოაქვთ ზღვიდან,
მიიქცევიან... სილაზე ფეხის ნაკვალევს შლიან,
ვუყუროთ გემებს, როგორ რჩებიან თანდათან კენტად
და შორს , სივრცეში მიფარფატებენ აფრები თეთრად.

მოდი, გავჩუმდეთ და მოვუსმინოთ ნაპირზე ზღვის ხმას,
ვისხდეთ სილაზე... ზღვაზე ვიფიქროთ ძალიან დიდხანს,
რამდენ სიყვარულს და ბედისწერას ინახავს ფსკერი,
როგორ წააგავს ზღვის მიმოქცევას ცხოვრება ჩვენი.

წამოდი, დავსხდეთ ზღვის ნაპირზე და ვუყუროთ ეხლა,
როგორ ეშვება ჩვენი მზეც ზღვაში იმ მზესთან ერთად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (30)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.