Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eshmaka blog
დარდი მოაწვა გულს უცნაური,
ტკივილი მოდის სულის სიღრმიდან,
მინდა გავიგო ხმა საამური,
ამომავალი შენი ბაგიდან.

ბნელა და ღამე არის უკუნი,
მნათობიც არ ჩანს ერთი ერთი ნათელი,
მინდა გაიხსნას ცის კაბადონი
და მზე ვიხილო მანათობელი.

ამაოდ ველი ამოსვლას მზისას,
რომელსაც ვუმზერ და აღარ მათბობს,
ალბათ გაათბობს სულ სხვა ვიღაცას,
მე კი სევდისგან მაწვიმს და მათოვს.

გულში დარდი მაქვს, სულში ავდარი,
ნუთუ საშველი აღარსად არი?!
ნეტავ ეს იყოს მხოლოდ კოშმარი,
უბრალოდ ერთი ცუდი სიზმარი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline eshmaka (25)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.