Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

უცხო განცდები

არ განმიცდია უცხო ვნება და,
ახლა სულს მშრალი ფიქრიც ესველა.
თასი დაცლილი სულ რომ მებადა,
მის შევსებაში დრო მომეშველა.

ისევ დამჭკნარან ემოს იები,
აყვავებულა ყველგან ჟასმინი,
არ განმიცდია ემოციები,
არა ყოფილა ასე გზა ხსნილი.

იმედს საბაბი უმალ მოება,
უწყის მერანმა საით გასწიოს.
არ განმიცდია უმანკოება,
არ მეშინია ბედმა გამწიროს.

ახლა ვისწავლე ჩემში მცნებები,
მსურს ყველაფერი რომ დავიჩემო.
არ განმიცდია წარმატებები,
არ გამისინჯავს ტრიუმფის გემო.

მომინდა მზესაც რომ ჩავეხუტო,
რომ გადმოცურა კალთა გამბორის.
არ მინდა დღესაც რომ გამებუტო,
არ შემიგვრძნია შენი ამბორი.

თუ წითელ ვარდებს ელით გახმობა,
მაშინ ეს გრძნობაც გაუძლურდება.
არ მიმიღია არსად თანხმობა,
არ განმიცდია გაუცრუება.

ის დრო დასრულდა, გაქრა წარსული,
როცა წუტები აღარ იცდიან.
ჩემში თითქოსდა არის სხვა სული,
ეს სიმსუბუქე არ განმიცდია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.