Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

მე მიწის პირთან ახლოს ვცხოვრობ

მე მიწის პირთან ახლოს ვცხოვრობ-
არ შემიძლია მხოლოდ ვგუბდებოდე.
დროდადრო ნაპრალებიდან ვჟონავ და
კლდის ვარდებად ამოვდივარ.
ზოგჯერ ამოვხეთქავ-
გეგონა გამოგეტირე?
მთის ქალები დალაის ყმუიან,
მთის ქალები ყრუდ ქვითინებენ,
მთის ქალები უკან არასოდეს ბრუნდებიან,
ამიტომ დიდხანს ითრევენ ნაბიჯს,
ამიტომაც სულ იგონებენ არწასვლის მიზეზს
და ტინივით ჯიუტად ბოლომდე დგანან.
მიწა ტალღებად ლაგდება გულისპირთან,
თითქოს ნიავმა წამოუბერა.
ცა ტიტიბით შეფერა საღამომ.
თბილი ჰაერი სინათლედ ჭრილობებში ვეღარ აღწევს,
სიცივით მევსება მკერდი,
როგორც ერთ დროს შენით ვივსებოდი
და აღარ ვიცი,
რომელი უფრო მჭირდებით დღეს-
შენ, თუ მიწა...
მიწა, თუ წყალი...
წყალი, თუ ცეცხლი-
რომ ვსუნთქავდე-
მე წარმართი ვარ.
შენ-ღვთის მოშიში.
კვირა დილით ბრმად მაბიჯებ მიწაზე,
როცა შენს ღმერთთან სალოცავად მიდიხარ,
არ გრძნობ,
რომ ნაწიბურებზე უხეში ლანჩებით მადგამ ტკივილს
და ნესტიან სიბნელეში ძვლები მემსხვრევა...
-მამაო, ამინ!..-
...ჩემს უშენობას ქვებით ავსებ.
-მამაო, ამინ!..-
...ჩემს მუდარას კლავ აღსარებით.
-მამაო, ამინ!..-
არა გრძნობა თელო...
შიშველი ვიყავ და დავიწყებად მივიქეც.
შენმა წასვლამ კანზე ხნულები დამატარა-
მხოლოდ წვიმებით წავიშლები...
დავიკარგები მთებში-
უკან მიხმობს წარმართი ბუნება,
სადაც მონატრება უხმოდ გმინავს
და არასოდეს იტოვებს მიზეზს
დაბრუნების.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
მე მიწის პირთან ახლოს ვცხოვრობ
#2, 15.01.2013 - 12:46
mesxy (30)
მხოლოდ წვიმებით წავიშლები...
#1, 15.01.2013 - 12:46
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.