Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

მე ახლა მტკივა მედეას დრამა

....მე ახლა მტკივა მედეას დრამა, საუკუნენი ფარავენ მაგრამ, ცხადად ვგრძნობ იმ დროს, მესმის სურნელი და ქარიც მესმის ყურებთან სადღაც...ვხედავ სიყვარულს რა ძალა ჰქონდა მაშინ და - ახლა ... ღალატი, ტანჯვა, გოდება ზაფვრა. სიხარულის და ღიმილის ხატთან ღალატი იდგა მუხლებზე ნაზად. მაშინ და ახლაც....

- ტრიუმფალური გრძნობების დახლთან ჩაივლი ლაღად, აგედევნება მაცდუნებელი ვნებების დასტა და გადაგაქცევს ბედნიერების სტამბად.

- მაშინ და ახლაც - გაივლის განძთა ურიცხვი ფარა, გაიცვითება სიმდიდრის მარკა, გაფერმკრთალდება გრძნობების დაფა და უკან გზაზე მოგიჭრის სავალს, ცრემლი, დარდი და სინანული დაფარავს ზღვასაც. გაივლის ლაღი ოცნების თასმაც...

სიხარულის და ღიმილის ხატთან მუხლებიდან ღალატი ადგა, მრავალსახიანს დასტყობია მრავალგზის დაღლა, ღალატი - დარდი, შეცდომა, განცდა, მისი სახეა ორმაგი , ქალთა, კაცთა და ძარცვა სიხარულის და ღიმილის ხატთან, სიბერე, ომი საკუთარ თავთან, გავიდნენ დრონი.... გათავდა ომიც, დამთავრდა რაღაც....

სიყვარული და ღალატი დარჩა..


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
მე ახლა მტკივა მედეას დრამა.....გამონაყენი.......ღალატნარევი.....
#2, 15.01.2013 - 12:45
mesxy (30)
ვხედავ სიყვარულს რა ძალა ჰქონდა მაშინ და - ახლა ... ღალატი, ტანჯვა, გოდება ზაფვრა. სიხარულის და ღიმილის ხატთან ღალატი იდგა მუხლებზე ნაზად. მაშინ და ახლაც....
#1, 15.01.2013 - 12:44
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.